რეგისტრირებული ფაქტები87884
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე მიხეილ კეკელია იყო, მდივანი – ვალერიან გეგეჭკორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს სენაკის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრება ვლადიმერ დემურიამ გახსნა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 12 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის მიხედვით, ოლღა ხოფერია სენაკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრებს აცნობა, რომ მთავარმა გამგეობამ მათთვის 60 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არსენ კიკაბიძე ქუთაისში მეპურედ მუშაობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, კირილე იანოვსკიმ დაწყებითი სკოლების სასწავლო გეგმა დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკის შემოსავალი 8198.85 მანეთი იყო. მათ ეს თანხა მთლიანად გასცეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა მოვაჭრე ყასაბ ლანჩავას ხორცის არსებულ ნიხრზე ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთში დეპუტატის ამომრჩევლებად ბონდო მიქელაძე, ვლადიმერ დადიანი და ირაკლი თოფურიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიომიდე ალექსის ძე რუსიეშვილი ლიხაურში გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თვითმმართველობის დარბაზში ქალთა წრის კრება იყო დანიშნული. სხდომაზე სიმონ ალექსის ძე ქვარიანს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებას ესწრებოდნენ კონსტანტინე ბაქრაძე, ი. სანებლიძე და ვ. ბარათაშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოწია ჯაფარიძე თბილისის ხმოსანი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ პაპუაშვილმა, კონსტანტინე მელაშვილმა და ირაკლი ჭეიშვილმა ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს სამ-სამი აბაზი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანტონ მანაგაძემ, კოსტა კვახაძემ, თომა ფარჯანაძემ, ირაკლი ობოლაძემ და ერმილე ლომიძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოხუმში გლეხთა კურიიდან დეპუტატის ამომრჩევლად აკაკი ჩხენკელი დაასახელეს.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 სასწავლო წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგე-კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ: თავმჯდომარე მ. ვ. ჯამბაკურ-ორბელიანისა, თავმჯდომარის ამხანაგი ი. დ. უთნელიშვილი, წევრები – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გრიგოლ დიმიტრის ძე დ. გაბაშვილი, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ქ. გ. მაღალაშვილი და ექ. სპ. ვირსალაძე.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა სტამბის საამქროს გამგედ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის დარია ქავთარაძისამ ონში 37. 70 მანეთი შეაგროვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კირილე ფურცხვანიძემ, მიხეილ მღებროვმა, ალექსანდრე ქავთარაძემ, სერგეი მორჩაძემ და გიორგი ბაბუხადიამ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.

