რეგისტრირებული ფაქტები87884
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩიხლაძეს კავკასიის ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თომა ბოლქვაძემ, ბესარიონ ლომთაძემ, თედორე ლაფეროვმა, ახმედ მულლა-რიზა ოღლმა და დავით წულეისკირმა ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს ორ-ორი აბაზი შესწირეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კასპარიანცი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისიდან გაზეთ „კვალის“, რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იყო, რედაქცია კადეტების კორპუსის გვერდით, არტილერიის ქუჩის №5-ში, გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ჯანსუღ დადეშქელიანმა 5 მანეთი გაიღო, სერგო ავალიანმა – 3, დავ. გრ. კვიტაშვილმა – 2.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუკა გრიგოლაშვილმა, ბასილ მორჩაძემ, ილარიონ ჯავახაძემ და სიმონ გეგუჩაძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს სამ-სამი აბაზი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ილია ხეთერელმა გუბერნატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრა ყოველდღიური ქართული გაზეთის, „ცხოვრების გზის“ გამოცემის უფლების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის გუბერნატორის განკარგულებით, ქალაქის ხმოსანი კოწია ჯაფარიძე თანამდებობაზე დატოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კ. რ. გოცირიძის საქმე სასამართლო პალატას 14 დეკემბერს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ კასპარიანცის განკარგულებით შემოქმედის, ლიხაურისა და ჯვარცხმის სკოლებში მასწავლებლებად ქართულის უცოდინარი პირები დაუნიშნავთ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში თითო მანეთი გაიღეს: ვლად. ალ. კორინთელმა, ზაქ. დ. საყვარელიძემ, ვალ. ეგ. დუნინ-ვანსოვიჩმა, ნოშ. ბეჟ. ხარაძემ, პარმენ დავითის ძე გამყრელიძემ, დავით რამაზის ძე გოცირიძემ, პარ. ყიფიანმა, ბესარიონ მიზარბეგის ძე მდივანმა, ყარ. გრ. ყიფიანმა, გრ. მარკ. გრძელიშვილმა და სხვ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოფელ ლეღვანში დასკალ, ვლადიმერ და ყარამან მაღრაძეების შეწირულ მიწაზე რვა სოფლის მოსახლეობამ ერთობლივად ააგო სკოლისთვის ერთსართულიანი ხის შენობა, რომელიც 2000 მანეთამდე დაუჯდათ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოფ. ლეღვანში მცხოვრებმა დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეებმა სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის მიწა აჩუქეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თეიმურაზ ბურჯანაძემ, პლატონ ოკროშიძემ, აბას სადიკ-ოღლომ, ესტატე არსენიძემ, ვარლამ ჭეიშვილმა, ალექსანდრე ახობაძემ და გიორგი ვეშაპიძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს ორ-ორი აბაზი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიტრაფონე რუხაძემ, ილია კოსტავამ, ალექსანდრე გიორგაძემ და ირაკლი ხუნდაძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გიორგი გამზარდიამ 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა და გამგეობის წლიური ანგარიში დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ახალი წევრები მიიღეს. თითოეულ მათგანს გადახდილი ჰქონდა საწევრო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ლუკას ძე ხოფერია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე ვლადიმერ დემურიას ინიციატივით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: ნოე ჩხიკვაძის, ლუარსაბ ბოცვაძის, ილია წინამძღვრიშვილისა და ბესარიონ ხოფერიას ხსოვნას.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვ. სალაძე და ფ. საბაშვილი დააპატიმრეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩავა, ვაჭარი, ქუთაისში მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრიდან ბათუმის სამხედრო გუბერნატორ კუკ-კოლისის განკარგულებით, ბათუმსა და მის ოლქში დონის ფულადი ნიშნების შეტანა-გამოყენება აიკრძალა.

