რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლას 150 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს კოტე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „კულტურის ისტორია“ და 800 ცალი ლექსიკონი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კოტე ყიფიანს საზოგადოებისთვის შეწირული წიგნებისთვის მადლობა გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მარტში ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 7 მარტამდე საზოგადოებას არსებული 739.55 მანეთიდან უნდა დაეხარჯა 240 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ხიზანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის სტეფანოზ ორბელიანის მიერ ფრანგულად ნათარგმნი „სიუნის ისტორია“ ეთხოვებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 15086.43 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ხაჯთაღრიცხვას ხელი მოაწერეს ივანე ზურაბიშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და გრიგოლ ყიფშიძემ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს მოწყალების სახით 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს სოფელ ხიდისთავის სამკითხველოს გამგე ანტონ რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხიდისთავის სამკითხველო მათი გამომცემლობის წიგნებით მოემარაგებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იოსებ ლეჟავას წიგნებზე მუშაობისთვის 40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ანტონ რამიშვილის თხოვნის საფუძველზე ხიდისთავის სამკითხველოს თავიანთი გამომცემლობის წიგნები გაუგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ბიჭიაშვილს 2 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე პოლტორაცკის „Кавказский календарь“-ის შესაძენად 8 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არშალუის არუთინის ძე ტერ-პოგოსიანცი დაიბადა 1901 წლის 11 მარტს სოფელ სარიკამიშში, ყარსის ოლქში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაქსიმე შარაძეს წიგნების ანგარიშში 195.50 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო დედაბრიშვილს თავის თხზულებებში 24 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ივანე ელიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ბაქოში ქართული საღამოს ორგანიზატორები საზოგადოებისგან ფულად ანაზღაურებას ითხოვდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 13 მარტამდე საზოგადოებას 17000.63 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის მეორე სამკითხველოსთვის წიგნების გაგზავნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვალერიან ლორთქიფანიძემ, დავით კარიჭაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ტიტე ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის დროებით გადაეცათ „კარაბადინი“ და სხვა საექიმო წიგნები. ნიკოლოზ ცხვედაძემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო ხიზანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მღვდელ დავით ღამბაშიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 186.6 მანეთი გადაუხადა.