საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85195

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-61 წლებში სიმონ ბესარიონის ძე მიქაძე სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-72 წლებში გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-88 წლებში სიმონ ქრისტეფორეს ძე წერეთელი სკინდორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს დავით ოტიას ძე ჯიშკარიანი ფერსათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-1877 წლებში სიმონ სიმონის ძე ჩარკვიანი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-78 წლებში ისაია ბესარიონის ძე იოსელიანი ქვილიშორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წელს მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი საქართველოდან გადაიყვანეს. მისმა მოადგილემ ქართულ დასს სუბსიდია შეუწყვიტა. გიორგი ერისთავის დასის შემოსავალმა ხარჯი ვერ დაფარა და დაიშალა.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-57 წლებში რომანოზ გიორგის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-79 წლებში ნიკოლოზ ათანასეს ძე ჭანიშვილი ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-91 წლებში ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-1903 წლებში ლუკა იესეს ძე მაღრაძე (ქიოტიშვილი) წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-56 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე ძიროვნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-89 წლებში პავლე სიმონის ძე ქველაძე წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-67 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-61 წლებში გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ჭაგნის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს პეტრე ოქროპირის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: განათლება

1855 წელს გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძემ დაამთავრა სამთო-საინჟინრო ინსტიტუტი.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 19 იანვრის ღამეს გურიის მილიციონრები გვარდიის შტაბ-როტმისტრ მალაქია გურიელის მეთაურობით თავს დაესხნენ დაბა ლეღვთან განლაგებულ თურქებს და გადაწვეს მათი ბანაკი.

1855

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1855 წლის 3 თებერვალს ვორონეჟის გუბერნიაში დაიბადა ილია ჭავჭავაძის გარდაცვლილი ძმის, კონსტანტინეს, შვილი, რომელსაც სიმონი დაარქვეს.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წლის 9 თებევალს ონიფანტე ნადირაძე გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1855

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვი გამეფდა 1855 წლის 19 თებერვალს.

1855

ტიპი: ავტორობა

1855 წლის 14 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულება ქალაქ თბილისის საზოგადოებრივ სამმართველოსთან ობოლთა სასამართლოს მოწყობის შესახებ.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 24 მაისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ხელმძღვანელობით მოქმედმა რუსთა კორპუსმა მდინარე არაფჩაი გადალახა და ყარსში განლაგებულ თურქებს შეუტია.