საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი ფლობდა საქალებო სკოლას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვარს ბანკის მფლობელი ბაღდასარ ბაღდოევი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის საქალებო სკოლას ფულად დახმარებას დაჰპირდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟან-ბატისტ პოკლენის ერთაქტიანი კომედია „სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვარს ბაღდასარ ბაღდოევის ბანკის წევრების კრებაზე 277 მანეთი წველმოქმედებისთვის გადადეს და გაუნაწილეს თელავის წმ. ნინოს სასწავლებელს – 82 მანეთი, სასულიერო სასწავლებელს – 45 მანეთი, სამოქალაქო სასწავლებელს – 45 მანეთი, სოფელ ველისციხის სკოლას – 35 მანეთი, თბილისის ტექნიკურ სასწავლებელს – 30 მანეთი, კატო რუსიევის სკოლას – 20 მანეთი, სომხეთ–საქართველოს სკოლის მასწავლებელ ქალებს – 20 მანეთი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ბომარშეს კომედია „სევილიელი დალაქი ანუ ამაო გაფრთხილება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვარს ბაღდასარ ბაღდოევმა ბანკის წევრებს კრებაზე წარუდგინა 1885 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით შემოსავალი იყო 828 368 მანეთი და 44 კაპიკი, გასავალი – 798 435 მანეთი და 12 კაპიკი, მოგება – 29 933 მანეთი და 32 კაპიკი, სულ – 1 626 803 მანეთი და 56 კაპიკი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „ვედრება“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართული დრამატული ამხანაგობის განცხადება, რომ საზოგადოების წევრებს საწევრო უნდა წარედგინათ ხაზინადარ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილთან (ანდრონიკთან) შემდეგ მისამართზე: ნიკოლაევსკის ქუჩის N 100-ში.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის მოთხრობა „ალი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის (ცახელის) პატარა სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა პატარა სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ . წიგნის ფასი 20 კაპიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში, კუკიის ხიდის ყურთან. სახელმძღვანელოს ფასდაკლებული ღირებულება იყო ცხრა შაური და, ვინც ნაღდი ფულით ერთდროულად ოც ცალს შეიძენდა, წიგნი ათ აბაზად დაეთმობოდა, ხოლო ვინც წაიღებდა არანაკლებ 50 ცალს, მას 36 კაპიკად დაუთმობდნენ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის გადმოცემით მწერლებს სამგვარი მძიმე შრომა უწევდათ: ჯერ წიგნი უნდა შეედგინათ, შემდეგ თანხა გამოეღოთ დასაბეჭდად და ბოლოს სტამბის გამართულად მუშაობის საკითხიც მათ უნდა მოეგვარებინათ, რისთვისაც ძირითადად თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საქმე არაშემოსავლიანი იყო მათთვის, რამაც გამოიწვია წიგნების იშვიათი ბეჭდვა.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წლის 13 სექტემბერს გენერალ-ადიუტანტ პასკევიჩმა ელიზავეტპოლთან დაამარცხა სპარსები.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წლის 3 სექტემბერს გენერალ-მაიორ ერმოლოვმა ნუხსა და შირვანზე გაილაშქრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა აკაკი როსტომის ძე წერეთლის ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს ატამანმა ვლასოვმა შავიზღვისპირეთში შემოჭრილი ყუბანს გაღმელები დაამარცხა.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვმა აჯანყება ჩაახშო აფხაზეთში.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელის სახანო დაიპყრო.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელი დაამარცხა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წლის 3 სექტემბერს გენერალ-მაიორმა მადათოვმა შამქორთან დაამარცხა სპარსები.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 30 იანვარს ერეკლეს აბანოში თავი მოიკლა აზნაურმა მიხეილ სვიმონის ძე სერგეევმა. იგი 27 იანვარს ჩამოსულა ფოთიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „პატარა მოამბე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე–ორბელიანის ლექსთაკრება.