საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92302

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

ელისაბედ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, 1901 წელს მისთვის ყოველთვიური შესაწირი არ შეეწყვიტათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ანდრია ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია წერეთელი თბილისის I და II სახალხო სამკითხველოების გამგე იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ბესარიონ ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ფარნა კუხალეიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გორის მაზრის მოსახლეობამ საზოგადოებას ახალქალაქში სამკითხველოს გახსნა სთხოვა. შუამდგომლობა ნიკოლოზ ცხვედაძემ განიხილა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს იოსებ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს მღვდელი არსენ სოფრომის ძე თოხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს გიორგი თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის გამგე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის კომიტეტის წევრი იყო სპირიდონ ვირსალაძე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული გიმნაზიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სეით იაშვილმა ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გიმნაზიაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი მონაწილეობდა პეტერბურგში გამართულ სატარიფო კომიტეტის სხდომებში. მათზე განიხილავდენენ მარგანეცის მრეწველთა კრების თხოვნას ტარიფის შემცირების შესახებ, რადგან მარგანეცის მწარმოებელთათვის ძნელი იყო მაშინდელი ტარიფის (ფუთი 7 კაპიკი) გადახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.