რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავდნენ მოძრაობის ნაწილის უფროსი ინჟინერი ვერხოვსკოი, მატერიალური ნაწილის უფროსი ინჟინერი ლენჩევსკი და მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის მინდობილობით აგრონომებმა ს. ნ. ტიმოფეევმა და ადოლფ როლოვმა შეიმუშავეს სიმინდის ჭიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და შეადგინეს სახელმძღვანელო, რომელიც წიგნად გამოიცა რუსულ და ქართულ ენებზე. წიგნი უფასოდ დაურიგეს ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებლებს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა თბილისის ბოტანიკური ბაღის გამგე ადოლფ როლოვი და სტეფანე გლასეკი საბაღოსნო სკოლის მოწაფეთა გამოცდებზე დამსწრეებად დანიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, იაკიმოვის ქალაქის გამგეობის მდივნად დანიშვნის შემდეგ, ქალაქის თვითმმართველობის სამდივნოს სამუშაო ასე განაწილდა: სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს ყველა მომამზადებელი კომისიის მდივანი იყო და იაკიმოვი – საბჭოს აღმასრულებელი კომისიებისა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე ინჟინერი ი. ს. შაიკევიჩი თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქუთაისის გუბერნიაში სიმინის ახალი ჭია გაჩნდა, რომელმაც მემამულეებს დიდი ზარალი მიაყენა. მემამულეებმა დასახმარებლად იაკობ მედვედევს მიმართეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ალექსანდრე შარაშიძეს ძმასთან ერთად დ. ჩოხატაურში გახსნილი ჰქონდა 2-კლასიანი სკოლა სამეურნეო განყოფილებით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პეტერბურგისა და მოსკოვის გურბერნიის მარშლები, ზინოვიევი და თ. ტრუბეცკოი, მცხეთის დღეობაზე იყვნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების კონტროლიორი გულბანი ეკატერინოდარის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, მის ნაცვლად დანიშნეს ერშოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 160 რუსული წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბახვის უფასო სამკითხველოს ერმილე ანდღულაძემ ერთი რუსული წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ტიტიკო და გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძეებმა ბახვის უფასო სამკითხველოს ათ-ათი მანეთი შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ერმილე ბორჩხაძემ და ივანე ვადაჭკორიამ ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე ეგნატე იოსელიანმა ისაუბრა სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების პრეზიდენტობა ითავა მიხეილ სერგის ძე ვორონცოვმა, ვიცე-პრეზიდენტად კი ვასილ ბებუთოვი აირჩიეს.

