საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქრისტეფორე აბგარიანცის ხელოვნური მინერალური წყლების ქარხნის წყლის გამოკვლევით დაადგინეს, რომ აბგარიანცი ყიდიდა უსუფთაო წყალს, რისთვისაც იგი პასუხისგებაში მისცეს, ამასთან სასანიტარო-საექიმო ინსპექტორმა შუამდგომლობა აღძრა, რომ ქარხანა სხვაგან გადაეტანათ ან საერთოდ გაეუქმებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ მადლობა გადაუხადა დიმიტრი გიორგის ძე ზებედევს ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ვ. ი. ლისნევსკიმ, რომელიც ადრე ტყის მოშენების საქმეს ემსახურებოდა, გადაწყვიტა, მებაღეთა კრებაზე წაეკითხა მოხსენება ტყის მოშენებასა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილი იყო საჩხეწის ორკლასიანი სკოლის წიგნსაცავის გამგე-მასწავლებელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენელთა კომისიამ გრიგოლ ყიფშიძეს მიანდო კავკასიის პრესის ისტორიის შედგენა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილმა საჩხერის ორკლასიანი სამრევლო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა გაზეთ „მწყემსის" რედაქტორ დავით ღამბაშიძეს ორი წლის განმავლობაში გაზეთის უფასოდ გაგზავნისათვის.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თბილისის ტექნიკოსმა აგაჯანოვმა ქალაქის გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის ტრამვაის უსახელო საზოგადოება შეუდგა ტრამვაის გზის ლიანდაგის შეკეთებას, თუმცა კაპიტალურად არ აკეთებდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტმა მიიღო ქუთაისის სავაჟო გიმნაზიის მასწავლებლის, ნიკოლოზ ჯომარჯიძის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტმა მიიღო მეწისქვილე აღაბალა გულიევის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტმა მიიღო იოსებ ივანეს ძე სულხანიშვილის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტმა მიიღო ქ. ქუთაისის ბეითალ ლანგეს განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე კომიტეტმა ზესტაფონიდან მიიღო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩუბინიძის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილმა საჩხერის ორკლასიანი სამრევლო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა იოსებ ლეჟავას 34 ცალი წიგნის (წმინდანთა ცხოვრება) ჩუქებისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ივლისს ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკა დაიხურა, რადგან კონკურენციას ვერ გაუძლო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივლისში კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრ ერმოლოვს გაუგზავნა კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის მოსაწვევი ბარათი

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ქუთაისის სახაზინო პალატის ბუღალტერიის თანაშემწე, ტიტულოვანი მრჩეველი ბესარიონ ჩიჩუა ქუთაისის ხაზინის უმცროს ბუღალტრად დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორმა ა. ს. ბაბოვმა უფროსკლასელი შეგირდები ავჭალაში წყლის გაყვანილობის სამუშაოების დასათვალიერებლად წაიყვანა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის უნივერსიტეტის დოცენტი ფონ შტეინი.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა ერევნის გიმნაზიის კურსდამთავრებულ პეტრე ვარდანაშვილს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე მრევლიშვილმა კავკასიის გამოფენისთვის დახატა „მირქმა“ – ძველი აღთქმის სიუჟეტი, „უკანასკნელი მცველნი" – ქართული ცხოვრებიდან და ფანტასტიკური ჟანრის ნამუშევარი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი".

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა ა. მაჩაბელს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ დადგენილი კავკასიის სტიპენდია დაენიშნა 22 პირს, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართველი – ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული, ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ მაჩაბელი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ დაამტკიცა კავკასიის სტიპენდიების განაწილება, დადგენილი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გამგეობის წევრმა ივანე ჩერქეზიშვილმა გამგეობას წარუდგინა მოხსენება ტრამვაის უსახელო საზოგადოების მიერ უფასო ბილეთის გაცემის უფლების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა ჯარის პოდპოლკოვნიკი მიხეილ წინამძღვრიშვილი წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.