საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ივანე ბერნადეტის ძე სკუდერი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში რეგისტარტორად მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ილია გვარამაძემ სასკოლო ფონდს 7 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიტროფანე ბარკალაიამ სასკოლო ფონდს 2 მანეთი შესწირა, ბაქოს ქართველმა კათოლიკეებმა კი — 12 მანეთი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ელენე ქარუმიძე და გიორგი მაისურაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ის. ბოსტაგანოვმა სასკოლო ფონდს ათი მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ელენე ქარუმიძესა და გიორგი მაისურაძეს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილი მატარებლით ქუთაისში უნდა ჩასულიყო. იქ მწერალს ქუთაისის ქალთა წრის საზოგადოების წევრები დახვდებოდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი იაკობ ნიკოლოზის ძე ბოგდანოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში ჟურნალისტად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის მდივანი დიმიტრი ანდრეის ძე ჩაპლინი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში დამხმარე ჟურნალისტად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში საგუბერნიო მდივანი ივანე მაკარის ძე ნირკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში არქივარიუსად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ივანე ივანეს ძე გრებეშნიკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში არქივარიუსის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში პოდპორუჩიკი მირზა ფედ-ალი ახუნდოვი და კოლეგიის რეგისტრატორი გრიგოლ კარლოს ძე მელიქ-ნუბაროვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში მთარგმნელ-გადამწერებად მუშაობდნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვიქტორ სტეფანეს ძე ანდრეევსკი, კოლეგიის მდივანი არკადი სერგის ძე ვიშესლავცევი და კოლეგიის რეგისტარტორი ვლადიმერ ავგუსტის ძე დე-სენ-ტომა კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილების ჩინოვნიკები იყვნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე თეოდორეს ძე ლელლი კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიური კანცელარიის უფროსი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ჰასპი ეფენდი კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიურ კანცელარიაში თურქული ენის თარჯიმნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს არტემ ივანეს ძე იუზბიშევი კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიურ კანცელარიაში სომხური ენის თარჯიმნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს იოსებ მოსეს ძე ატოშევი კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიურ კანცელარიაში სლავური ენის თარჯიმნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ხანიკოვი კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიურ კანცელარიაში აზიის დეპარტამენის ჩინოვნიკი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1913 წელს ქუთაისში სიმონ მჭედლიძის რედაქტორობით ყოველთვიური ქართული ჟურნალი „განთიადი“ უნდა გამოსულიყო. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სიმონ მჭედლიძე მღვდელი იყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ აგაევს ყალბი ვექსილის შედგენა ედებოდა ბრალად. 

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სერგო ლევანის ძე ღოღაბერიძემ სასკოლო ფონდს 12 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლევან თუმანიშვილმა სასკოლო ფონდს 120 მანეთი შესწირა.