რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1849
ტიპი: თანამდებობა
1847-1849 წლებში პეტრე ფიოდორის ძე დიაკონოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში მეტყევედ მუშაობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უშანგი მგალობლიშვილს დარაჯის მოკვლა ბრალდებოდა და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუბა წულუკიძეს ოლქის სასამართლომ 9 წლის კატორღა გადაუწყვიტა. მან საქმე განსახილველად პალატაში გადაიტანა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მ. კვიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ანა მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვიქტორ მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ნიკოლოზ დუმბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვარლამ კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სიმონ ჭეიშვილმა და რომანოზ მახარაძემ ქუთაისში ორთქლის აბანო გახსნეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ნ. ლაღიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა საქმე რაჟდენ გიგაშვილისა, რომელსაც გრიშა ახვლედიანის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბერს 4 წლით კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს. სასჯელის გათავების შემდეგ ის საცხოვრებლად ციმბირში უნდა გაეშვათ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წელს გიორგი ანთელავას საქმე უნდა განეხილათ. მას ექვსი წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ მინდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 20 ნოემბერს საოლქო სასამართლოს ლევან ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელიას სოხუმის სატუსაღოში დარაჯის მოკვლისთვის ოლქის სასამართლოსგან 20 წლით კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს წყნეთელმა ბარბარე არჩვაძისამ პოლიციაში განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს მისი 16 წლის შვილი ვასილ არჩვაძე დაიკარგა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შემდეგ განაჩენი 10 წლის კატორღით შეუცვალეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ლ. ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ვანო და ალექს ლებანიძეების საქმე უნდა განეხილა. მათ ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გ. კვიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 22 ოქტომბერს მატრონე კუჭუხიძისა, რომელსაც ქურდობა ედებოდა ბრალად, სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს.

