რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი სახალხო სიმღერების კრებული „სალამური“ დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისში გამართული ბამბის მრეწველთა კრება ნამესტნიკის თანაშემწემ, ვატაციმ გახსნა და მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მიხეილ ნასიძე ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში შესასვლელად მოსწავლეებს ამზადებდა. მათ დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო სასწავლებელი.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ტიტულიანი მრჩეველი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვი თბილისის მაზრის მმართველის დამხმარედ მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი ბიკენტი ივანეს ძე ნეპოკოიჩიცკი თბილისის მაზრაში მდივნად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს გუბერნიის მდივანი მხარგრძელ ქაიხოსროს ძე ფავლენოვი თბილისის მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი სემიონ ოსიპის ძე კობიევი თბილისის მაზრის სამმართველოში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი გრიგოლ პავლეს ძე ორჯონიკიძე დუშეთის მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს არმიის პორუჩიკი ალექსანდრე მიხეილის ძე ჰერტი ბორჩალოს მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ კალანდარიშვილი და ევსევი ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვასილ ახვლედიანი და ლეონტი გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გიორგი ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების მეთვალყურე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის გამგე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბრის გაზეთ „რეჩში“ ქართველი დეპუტატის, ვარლამ ლევანის ძე გელოვანის სურათი იყო დაბეჭდილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს კონსტანტინე ბებეს ძე აგიაშვილი ტყაჩირის წვრილი საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მეთოდე კაკაბაძე, მართა ჩიხლაძე, თამარ გელოვანი და ილია გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფიო მიქელაძეს მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში მდებარე სახლის დაცლის შესახებ ცნობა მიუვიდა. სახლი მეორე დღეს უნდა დაენგრიათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე ივარაუდეს, რომ 1916 წელს გამგეობის შემოსავალი 14590.19 მანეთი იქნებოდა, გასავალი კი — 10534.68 მანეთი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გიორგი ბურჭულაძემ მეთოდე კაკაბაძესთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლა შეამოწმა და სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასა.

