რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს ფითოევის სამოყვარულო თეატრში რუსმა სცენისმოყვარეებმა შექსპირის კომედია „აურზაური არაფრის გამო“ დადგეს. ნამდვილი მსახიობებივით ითამაშეს ბენედიქტეს როლის შემსრულებელმა, მაკაროვმა და ბეატრიჩეს როლის შემსრულებელმა, პაპკევიჩისამ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ქალაქ ყარსის სასწავლებლის პედაგოგი ბაქრაძე კოლეგიის ასესორი გახდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე ანტონ გიორგის ძე აბულაძემ სეილა მანუჩარის ძე ჭანტურიძეს დაპირებული 20 მანეთი მოსთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ჟურნალ-გაზეთების კანტორა „იმერეთი“ აკაკი წერეთლის ძველი და ახალი ნაწერების (წინასწარი ხელის მოწერით) გამოცემას შეუდგა. მეორე წიგნში უნდა დაბეჭდილიყო აკაკის ახალი ისტორიული პოემა „ვორონცოვი და მისი დრო“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ე. ნ. ხეჩინოვისამ განსვენებული ივ. გველესიანის მემკვიდრეებს მამის ნაანდერძევი 200 მანეთის ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებისთვის გადაცემის გამო მადლობა გადაუხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწემ, ცისკარიშვილმა დაიწყო სოფლის მამასახლისის, ალექსანდრე ელიოზიშვილის საქმის გამოძიება. ელიოზიშვილს სოფლის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ორმოცი თუმანი მოიპარა სასოფლო ბიუჯეტიდან. ელიოზიშვილი სამსახურიდან გადააყენეს, ათი თუმანი აპატიეს და ოცდაათი ჩამოართვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა, სოლომონ ელიოზიშვილმა და ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმა, გრიგოლ გამდლიშვილმა ვერის ქუჩაზე მდებარე ახალი სამრევლო საკვირაო სკოლა აკურთხეს და ამ სკოლის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში გამართულ პედაგოგიურ კრებას ოცდაათამდე პედაგოგი დაესწრო. კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ხ. Ნ. Გროზდოვი, განიხილეს გერმანელი სწავლულის, შულცეს ნატურალური სწავლების მეთოდის შემოღების საკითხი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე მიხეილ დავითაშვილი დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სიო ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარეპერტუარო კომისიის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე, ვასილ ლომაური არბოს მრევლის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 24 თებერვალს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს. Ცხოიძეს საბუთების გაყალბების გამო რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა ქაშვეთის ეკლესიის წინამღვარი დავით ჭრელაშვილი.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა მცირე გომარეთის სამრევლოს მღვდელი საბა პაპანდოპულო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა Ახმეტის წმინდა კვირიკე და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ვასილ როსტომაშვილი.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 25 თებერვალს ბათუმის სასამართლომ გაამართლა ბაგრატ ჟვანია, რომელსაც ოქროს საათის მოპარვა ბრალდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 იანვარს ბობნევის სამრევლოს მედავითნე და მთავარი დიაკონი მოსე კავკასიძე დაითხოვეს საეკლესიო რიტუალების ხშირად გაცდენის გამო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს დავით გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარეპერტუარო კომისიის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს არტემ ახობაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში საბუღალტრო საქმის წარმოება ევალებოდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ალექსი ალხაზიშვილი, ვასილ ხუჭუა და ივანე თურქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ ჭოჭია ჩიქოვანს უვადო კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პლატონ მიქაბერიძეს ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 დეკემბერს სამოსამართლო პალატას ჭოჭია ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. იგი შალვა მესხიშვილს უნდა დაეცვა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ივანე თურქიასა და სიო ჭანტურიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ევალებოდათ.

