რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 და 21 აგვისტოს ვერ შედგა სიონისტთა კრება კრების თავმჯდომარის, ინჟინერ მ. უსიშკინის ავადმყოფობის გამო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის, თავად დავით მელიქიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა კომისიის კრება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი სანდრაგაილოვი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 20 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებას გეგმავდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 22 აგვისტოს კოჯრიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბაქოს მატარებლით თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აგვისტოს თბილისში შემოსულ ქართულ ლეგიონს შეხვდა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, რომელმაც მისალმების შემდეგ პოლკი წინ გაატარა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 25 აგვისტოს მიწათმოქმედების მინისტრი ა. ს. ერმოლოვი პეტერბურგიდან კავკასიაში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმსრულებელი ივანე სვეჩინი გორის მაზრიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 28 აგვისტოს საღამოს 5 საათზე კავკასიის სამეურნეო გამოფენის მოედანზე ვიქტორ გეევსკი უეცრად ცუდად გახდა. სასწრაფოდ ეტლში ჩასვეს და სახლისკენ წაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სექტემბერში ელენე ნიჟარაძე- ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობას მოაწყობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლაში გამართული კავკასიის გამოფენის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო გამოფენის კომისარი ივანე ანდრონიკაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული პედაგოგიური რჩევების განხილვა და აზრის გამოთქმა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სურებში სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ლუარსაბ ბოცვაძეს პედაგოგიური შრომისთვის ჯილდოდ ხუთი თუმანი გადაეცა. ეს თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს წიგნები ოცპროცენტიანი ფასდაკლებით მისცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ივანე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სურებში სამკითხველოს გახსნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ვლადიკავკაზის სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად სამზრუნველოს გამგეს მისი საქმის შესწავლა და მოხსენების გაკეთება დაავალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ვლადიკავკაზის სკოლის გამგემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ კურდღელაშვილის დაჯილდოება სთხოვა.

