საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ IV ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ V ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 სექტემბერს თბილისის კადეტთა კორპუსის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, დეკანოზმა ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტოვმა მღვდლობის 50 წლის იუბილე აღნიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გამგეობამ წერილი გაუგზავნა თბილისის გუბერნატორს, წერდა, რომ თბილისს მოურავი დამტკიცებული არ ჰყავდა. ქალაქის მოურავი გიორგი ევანგულოვი გარდაიცვალა, ამიტომ საქალაქო დებულების 49-ე და 125 მუხ. თანახმად, მოურავის თანამდებობის აღსრულებას 1901 წლის 17 სექტემბრიდან შეუდგა ქალაქის გამგეობის უფროსი წევრი ევგრაფ ხოსროევი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის კომერციულმა სასწავლებელმა აღნიშნა დაარსების წლისთავი. დღესასწაულს დაესწრნენ სასწავლებლის პედაგოგები, სამზრუნველო რჩევის წევრები და სახაზინო პალატის მმართველი დიმიტრი მიხაილოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, თეატრის ქუჩისთვის, რომელზეც ქალაქის მოურავი, აწ განსვენებული გიორგი ევანგულოვი, ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქმიათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გადაიხადეს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ გამგეობის წევრები, საბჭოს ხმოსნები და ქალაქის სამმართველოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებათა მოხელეები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის გამგეობამ დაადგინა, თბილისის მოურავის, გიორგი ევანგულოვის პანაშვილი ქალაქის საბჭოს დარბაზში გადაეხადათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 სექტემბერს ქალაქის საბჭომ თბილისის გამგეობის წევრის, ი. ა. თაიროვის წინადადებით გადაწყვიტა, ქალაქის ხარჯით დაესაფლავებინა თბილისის მოურავი გიორგი ევანგულოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 სექტემბერს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი თბილისში ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 18 სექტემბერს გრიგოლ გოლიცინმა დაათვალიერა კავკასიის სამეურნეო და სამრეწველო გამოფენა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 სექტემბერს თბილისის გამგეობის წევრმა ევგრაფ ხოსროევმა თბილისის გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა ქალაქის საბჭოს დადგენილება, როგორ მიეგოთ პატივი განსვენებული გიორგი ევანგულოვისათვის.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ დასკვნითი, მეექვსე ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 სექტემბერს გზათა მინისტრმა მიხეილ ხილკოვმა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენა დაათვალიერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 სექტემბერს ქართულ თეატრში დრამატული საზოგადოების დასის მსახიობებმა წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 სექტემბერს სომეხთა პატრიარქმა მკრტიჩ პირველმა თბილისში ჩამოსვლა გადაწვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 სექტემბერს სასტუმრო „ლონდონში“ გრიგოლ გოლიცინთან ერთად იყვნენ გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი და თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 სექტემბერს ანტონ ნატროშვილმა თავისი წიგნი „მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი. ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერილობა“ წარწერით უძღვნა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის სახალხო თეატრში, ავჭალის ქუჩაზე, გაიმართა სეზონის პირველი ქართული სახალხო წარმოდგენა – ზაქარია გულისაშვილის პიესა „დრონი მეფობენ".

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის გუბერნატორ ივანე სვეჩინის წერილი იმის შესახებ, რომ ქალაქის მოურავის მოადგილედ დაამტკიცეს გამგეობის წევრი მ. ს. შესტაკოვი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 22 სექტემბერს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი საგანგებო მატარებლით წავიდა ბაქოში, იქიდან პეტერბურგში ვლადიკავკაზის რკინიგზით დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 სექტემბერს კავკასიის მებაღეთა კრების მეღვინე-მევენახეთა სექციამ გ. ი. გოგოლ-იანოვსკის მეთაურობით დაათვალიერა საუფლისწულო მამულის მარანი ვერაზე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს ქალაქის საბჭომ ვარლამ ჩერქეზიშვილი თბილისის მოურავის მოადგილედ წარადგინა ხმის უპირატესობით, მაგრამ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ უარი განაცხადა საბჭოს გადაწყვეტილებაზე და მეორე კანდიდატად შესტაკოვის წარდგენა მოითხოვა.