რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 4 ოქტომბერს კავკასიის ექიმთა საზოგადო კრებამ მოისმინა ქუთაისის ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლის, დიმიტრი ნაზაროვის მოხსენება ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საჭიროების შესახებ და დაადგინა, მთავრობის წინაშე ეშუამდგომლა საერობო დაწესებულებათა შემოღების შესახებ, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა ხალხის ჯანმრთელობის საკითხის მოსაგვარებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 ბიბლიოთეკის გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიას 166 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთი გაეგზავნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 27-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება თბილისის 1-ლი და მე-2 სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ალექსანდრე ბაქრაძისა და ი. ბუტიკაშვილის ჭირისუფლებმა საზოგადოებას სამკითხველო აჩუქეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ საჭირო იყო წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 27-ე სხდომას დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა და მოგების შუაზე გაყოფა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წინარეხის სკოლის მასწავლებელს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ჯამაგირი 18. 34 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ექვთიმე ხელაძეს ივანე კრილოვის არაკების დასაბეჭდად 36.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 900 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ბადრიძეს წიგნის ყდების სანაცვლოდ 51.10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს 9.20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლის მასწავლებელს სექტემბრის ჯამაგირი 35 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 108.16 მანეთი გადაუხადა.

