რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის პირველიდან 30 მარტის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „პატარა კახი“, „ღალატი“ და „გაკოტრება“. სამივე წარმოდგენას ერთად 1091 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 1062.57 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სამრევლო სკოლები და მათი მასწავლებლები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს მარკოზ მაღლაკელიძემ 1. 10 მანეთი შესწირა, პელაგია შელიასამ – 1 მან., ე. ლოლუასამ და ნატალია შელიასამ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს ტ. ჯაში ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში ალექსანდრე კავსაძეს უნდა გაემართა კონცერტი ახალი პროგრამით და შეესრულებინა „სულო ბოროტო“, „თავო ჩემო ბედი არ გიწერია" და სხვა ცნობილი სიმღერები.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 28 ოქტომბერს სტეფანე არტემის ძე ტერ-ავაქოვი სიღნაღის მოურავად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს კაპიტანი ივანე ლევანის ძე მელიქოვი სწრაფად მოძრავი ეტლით ტრამვაის ვაგონს შეეჯახა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თბილისის მაზრის უფროსი ფერშალი აბრამ გაგიევი პოლიციის მოხელედ დაინიშნა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის ზაფხულში ოზურგეთში ჩასული ფილიმონ ქორიძე მამა დავით დუმბაძემ მოინახულა და ოზურგეთის საკრებულო ტაძარში მისი ნოტებით ჩაწერილი საგალობლების შესრულების ნებართვა სთხოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 28 ოქტომბერს ვართან ივანეს ძე ენიკოლოფოვი სიღნაღის მოურავის მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს შორაპნის მაზრის გამგეობის კანცელარიის თანამშრომელი ვლადიმერ დავითაია სამუშაოდ თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის დეკემბერში ბ. მ. მირიმანიანი იყო კავკასიის სამუსიკო იარაღების ცენტრალური საწყობის მეპატრონე. საწყობში იყიდებოდა ვიოლინოები, გიტარები, ფლეიტები, კლარნეტები, სიმები და სხვ.მყიდველებს საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდა შეეძლოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 ივლისს სათავადაზნაურო თეატრში გამართული თბილისის ხელოსანთა ამხანაგობის მეორე კრების თავმჯდომარე იყო მ. Ნასიძე. კრებაზე დამწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრი თბილისის ხელოსანთა ამხანაგობის დაარსების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივლისში მიტროფანე Ლაღიძემ გამოსცა აკაკი წერეთლის ახალი თხზულება, პოემა „ნათელა“, რომელიც ერთ აბაზად იყიდებოდა წიგნის მაღაზიებში.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 ივლისიდან თეოდორე ალექსანდრეს ძე ბიკოვი გუბერნატორის თანამდებობის აღსრულებას შეუდგა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ივლისში სოლოღაშვილი მთავრობის განკარგულებით შტაბის კაპიტნად დაინიშნა.

