რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კონსტანტინე გვარამაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 3 მანეთი და 82 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ისიდორე თათეიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 96 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ტარას მომცელიძეს სურათების დაბეჭდვისთვის 4 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ვასილ ბეჟანეიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 1.90 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 7.80 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში შავი ქვის მრეწველთა კრების თავმჯდომარე, გიორგი ზდანოვიჩი ჭიათურის საეკლესიო-სამრევლო სკოლას ეწვია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა კრებაზე საუფლისწულო მამულის თბილისის სარდაფის გამგე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება იმის თაობაზე, რუსეთში რა გავლენა იქონია მეღვინეობაზე მაგარ სასმელებზე მონოპოლიის შემოღებამ და სასურველი იქნებოდა თუ არა მისი კავკასიაში შემოღება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში განიხილეს ლორის მხარის ბოქაულად ნამყოფი კონსტანტინე ვაჩნაძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ ინახულეს სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ ხრიმიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ყარსში გაემგზავრა ჯარების დასათვალიერებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრებაზე კავკასიის განყოფილების საპატიო წევრებად აირჩიეს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე, საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩი და გრაფი ალექსეი უვაროვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის ხაზინადრად კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე მილლერი აირჩიეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრების თავმჯდომარე იყო გრაფი ალექსეი უვაროვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის ხმოსნების კრება გამგეობის მეოთხე წევრის არჩევასთან დაკავშირებით. არსებული კანდიდატების გარდა დაასახელეს ქალაქის სანიტარულ-სამკურნალო ინსპექტორი სტეფანოვი და ხმოსანი ლაზარე ტიგრანოვი.

