საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ოქტომბერს გიმნაზიის ქუჩის კუთხეში მდებარე თ. ი. არღუთინსკის სახლში გაიხსნა ხელოვნების სკოლა, რომლის ხელმძღვანელობა დავალებული ჰქონდა კანდუროვს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე ვარლამ ჭილაძე უძრავი მამულების დამფასებელი კომისიის წევრად აირჩეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ გრიგოლ ვოლსკი და ივანოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. აირჩიეს გრიგოლ ვოლსკი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოში გამართული სხდომის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავის მოადგილე შესტაკოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო მეთევზეობის განყოფილების საექსპორტო კომისიის მუშაობა მ. ი დოლუხანოვის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო წინარეხის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილის ინიციატივით საზოგადო კრება 28 ოქტომბრის 11 საათზე დანიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წინაშე პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 9 ოქტომბრამდე საზოგადოებას 15642.70 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555.69 მანთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა მარიამ დემურიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე უშუამდგომლა, რომ საზოგადოებას ნაძალადევის სამკითხველოსთვის ყოველთვიურად 25 მანეთი და წიგნები მიეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ჭირისუფლების მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნების ნაძალადევის სამკითხველოსთვის გადაცემა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საზოგადოების მორიგი კრების თარიღის გაზეთებში გამოქვეყნება დაავალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო ხელთუბნის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22459. 82 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 4111.59 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 1 1531. 11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ივანე რატიშვილის მოხსენება პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.