საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87825

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, რომლის გამგეებიც ვანო და კალენიკე საყვარელიძეები იყვნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ რაფიელ ჩიხლაძემ გამოაქვეყნა სტატია მევენახეების საყურადღებოდ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ლიუბინი ოპერაში „ფაუსტი“ ფაუსტის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ობრაზცოვი ოპერაში „ფაუსტი“ ვალენტინის როლს ასრულებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე ძიმისტარაშვილი „კორტოხას“ ფსევდონიმით „დროებაში“ ლექსებსა და წერილებს აქვეყნებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ საყვარელიძემ ზესტაფონში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი, 48 მანეთი, არ წარმოადგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ თადეოზ გაბრიელის ძე ბალანჩივაძემ სვიმონ და ბეგლარ ელაშვილები სამედიატორო სამართალში გამოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ბიქტორ საყვარელიძე ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში საქველმოქმედო საქმისთვის გამართული წარმოდგენის დახლიდარი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ვასილ ჩხიკვაძე სოფ. დვალიშვილების სამრევლო სკოლის მასწავლებელს მოსვენებას არ აძლევდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში პეტრე თომას ძე სემიანიკოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში შტაბს-კაპიტანი, თავადი მიხეილ პავლეს ძე არგუტინსკი-დოლგორუკი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში კოტე მესხის რეჟისორობით ერთმოქმედებიანი პიესა „არც აქეთ, არც იქით“ უნდა წარმოედგინათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კაპიტანი იოსებ ლაზარეს ძე წილოსანი თურქული და არაბული ენების მთარგმნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ვლადისლავის ძე იაგოლკოვსკი თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოში კლერკად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სტეფანე პავლეს ძე გამბაროვი იყო იმერეთის გუბერნიის პროკურორის დამხმარე (კრიმინალური მიმართულებით).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვასილ კარბელაშვილმა დაამთავრა ქართულ-კახური საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღება და ნოტების დაბეჭდვა. კარბელაშვილი ამ სასარგებლო საქმით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ვასილ ქორჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებელის მიერ ანგელოზის ხილვა და მისგან გამოკითხვა“.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის მარტში მძიმედ გაციებულ ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდა ექიმი მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 20 ნოემბერს დაასაფლავეს ქეთევან ჯამბაკურიან-ორბელიანი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე ვლასის ძე ლორთქიფანიძე სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის ნოემბერში დეკანოზი გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი გარდაიცვალა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 იანვარს ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში მიწა დაამუშავეს ვენახისა და ხეხილის დასარგავად. მათ სურდათ, მოსწავლეებისთვის მაგალითი ეჩვენებინათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში ივანე გრიგოლის ძე ჯალალოვი ფოთის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლი დაიწვა.