საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87825

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ანტონ გიორგის ძე აბულაძე მეწაღე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, 1906 წელს ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო დაიხურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გაბო ბოჭორიშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქუთაისის სასულიერი საეპარქიო საბჭოს მიერ სალხინოს სკოლისთვის შეწირული ფულით ტარას ძიგრაშვილმა ბაღდათში 250 ძირი ვენახი შეიძინა, თუმცა მხოლოდ ორმოცი ძირი გამოდგა კარგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფრანგმა დალაქმა ჟერვემ თბილისში სადალაქო კურსების დასაარსებლად შუამდგომლობა აღძრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ გიორგი პარკაიძესა და არსენ მამულაიშვილს „ტიტულიარნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ არსენ მამულაიშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბაქრაძე მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი თვალავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას თუმანი შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგ ბაქრაძესა და ბათუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის პედაგოგ ნიკო ჯაყელს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სეილა მანუჩარის ძე ჭანტურიძეს ღვინის საწყობი ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს რუსეთის სამრეწველო გამოფენის კომისიამ სეილა მანუჩარის ძე ჭანტურიძეს საუკეთესო ღვინის წარმოებისთვის ოქროს მედალი და ქების ფურცელი გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქალაქის მიერ შეწირული ფული და ადგილი ჰქონდა შენობის ასაშენებლად.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ნიკოლოზ პეტრეს ძე ლისოვსკი გორის სამხარეო პროკურორი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ფ. გერატი და მ. კოგანი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი დეკანოზი გახდა.

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წელს გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი მღვდლად აკურთხეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ივანე ჩითავიშვილმა გამოსცა წიგნი „ეზოპეს არაკები“.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ფიოდორ ბოგდანის ძე განფი თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს ინსპექტორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში რევაზ ბაადურის ძე თარხან-მოურავი გორის სამხარეო მოსამართლის მდივანი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 და 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჯორჯიკიას სტატია „იაფეტური თეორია და მესხ-აფხაზთა ვინაობა“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „ნეტავი რასა გრძნობს?“.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ოლეგიის მდივანი, თავადი ალექსანდრე იოსების ძე თუმანოვი გორის სამხარეო მოსამართლის მოადგილე იყო.