რეგისტრირებული ფაქტები81156
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, კ. ნინიძე, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1909 წლების ოზურგეთის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თავართქილაძესთან მიმოწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოზურგეთის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თავართქილაძეს გაუგზავნა გასაყიდი წიგნების სია.
ტიპი: ავტორობა
გულეიკარის საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა დავით ფირცხლავამ გააკეთა განცხადება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე, მისთვის წიგნების გასაგზავნად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სერგო მეღვინეთუხუცესს თელავში წიგნების სია გაუგზავნა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს წიგნებით მოვაჭრე ბ. ნოდიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქალაქ ფოთში გაუგზავნა გასაყიდი წიგნების სია.
1918
ტიპი: ღონისძიება
ნიკო ცხვედაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაეგზავნა გასაყიდი წიგნების სია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საჭიროებისათვის ქაღალდის შეძენის საკითხი. გამგეობის წევრი ვასილ წულაძე იტალიაში მიემგზავრებოდა ქაღალდის შესაძენად. გამგეობამ ფულის შოვნა თევდორე კიკვაძეს, დავით კარიჭაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო. მთავარმა გამგეობამ ვ. წულაძეს დაავალა, რომ უცხოეთში ქაღალდი იმ პირობით ეშოვნა, რომ მისი გამოსყიდვა შეასაძლებელი ყოფილიყო ბათუმში ან ფოთში, ან იმდენი ეყიდა, რამდენსაც ფული ეყოფოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიის შესახებ. გადაწყდა, გიორგი ჯავახიშვილისთვის მიენდოთ მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შედგენა. გამგეობამ დადგენილება დაამტკიცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის თხოვნა ივნისისა და ივლისის კუთვნილი ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა მისცემოდა მას თანხა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან საჭირო მასალით სარგებლობის შესახებ. გამგეობამ საზოგადო წესით მას ნება დართო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის განცხადება ლექსიკონის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს მიანდო გამოცემის პირობებზე მოსე ჯანაშვილთან მოლაპარაკება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის წინადადება სკოლების გადაცემის შესახებ. მისი აზრით, სკოლები სექტემბრიდან უსათუოდ უნდა გადაეცეს ერობებს. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. გ. კიკვაძეს, გამგეობის სახელით აღძრას შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების სასკოლო კომისიაში სკოლების ჩაბარების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მიხეილ მიხეილის ძე ხრისტოლუბოვი თბილისის „ახალი სკოლის" გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თ. კიკვაძის სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სკოლების გადაცემის შესახებ. თ. კიკვაძეს მინდობილი ჰქონდა, გამგეობის სახელით აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიაში ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლების გადაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის დადგენილების თანახმად საზოგადოების სკოლების ერობათა უწყებაში გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის ორ-ორი ცალი ყველა გამოცემის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ. სანაცვლოდ საბჭო საზოგადოებას სთავაზობდა საკუთარ გამოცემებს, რომლებიც საზოგადოებას წიგნსაცავში არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის თხოვნა გალის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით დახმარების შესახებ. ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დაკეტილი იყო. გამგეობამ მისთვის ჟურნალ-გაზეთებისა და 1000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ქვრივის თხოვნა მეუღლის ნაწერების გამოცემისა და დაწესებული ჰონორარის მიცემის შესახებ. გამგეობამ ქვრივის წინადადება ცნობად მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რომანოზ ფანცხავას თხოვნა მისი წიგნის, „ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი დროის“ ჰონორარის საქართველოს მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობამ ის დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება, „დედა-ენისა“ და „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათი გასწორება უნდა გაეგრძელებინათ და კომისიის წევრებისთვის გაწეული შრომისთვის დამატებითი თანხა მიეცათ.