საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87823

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელს სურდა დაებეჭდა ყოველდღიური გაზეთი ს„კავკაზსკოე ობოზრენიე“, რის თაობაზეც მას მთავრობისაგან ნებართვა ჰქონდა აღებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელი საკვირაო იურიდიულ ჟურნალს ბეჭდავდა. ეს საქმიანობა საბოლოოდ თავის ძმას გადააბარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა და დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მონაწილეობით წარმოადგენდნენ „ლეკურს“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონიძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიებს „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ლეონიძე, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხმოქმედებიანი კომედიის, „ხანუმას“ ავტორი იყო ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც კონსტანტინე დიმიტრის ყიფიანი უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოიტეხოვიჩს ჰქონდა პორუჩიკის წოდება.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრემოვს ქონება დაზღვეული ჰქონდა „რუსეთის მზღვეველ საზოგადოებაში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრემოვი იყო ადიუტანტ-პოლკოვნიკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი იყო გუბერნატორი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდიშელიძე კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტრობილოვი იყო პორუჩიკი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წიკლაური კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სერგეი იულიევის ძე ვიტე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში იოსებ ივანეს ძე საყვარელიძე თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში გიორგი დიმიტრის ძე სარიანოვი თელავის სამხარეო პროკურორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კორნელი ანტონის ძე ზაიცევი თელავის სახელმწიფო ქონების რწმუნებული იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პაატა სეითის ძე ანდრონიკოვი ყვარლის რაიონის ნაფიც მსაჯული იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში დიმიტრი ივანეს ძე გრიგოროვი თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სოლომონ ესტატეს ძე ხიმშიევი თელავის რაიონის ნაფიცი მსაჯული იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ივანე მირაქოვი იყო თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მოადგილე სასოფლო მეურნეობის მიმართულებით.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში ალექსი ზაქარიას ძე ზახაროვი თელავის რაიონის ხაზინადარი იყო.