საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87820

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს საჭილაოს სკოლის გამგემ ვლადიმერ ელიავამ ქალთა სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საცეკვაო საღამოს გამართვისთვის ელისაბედ ნიჟარაძესა და შუშანიკ გალდავაძეს გაზეთ "ცნობის ფურცლის" მეშვეობით მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის გამგეობის ანგარიშის გამრჩევმა სარევიზიო კომისიამ თავმჯდომარედ პ. ი. კოჟინი აირჩია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე ალექსანდრე სმაგინმა ქალაქის მიერ საღორიის აგარაკზე საავადმყოფოს ასაშენებლად უფასოდ დათმობილ ადგილზე უარი განაცხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე მ. შარიგინი სამსახურებრივი მოვალეობით შულავერში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომებს მისწერა წერილი, სთხოვა,  იავაში გასაგზავნად თამბაქოს ნიმუშები დაემზადებინათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა კავკასიაში იაკობ სერგის ძე მედვედევმა მიიღო წერილი კუნძულ იავიდან (აზიის სამხრეთით მდებარე), ბოტანიკური ბაღის დირექტორისგან, რომელიც სთხოვდა კავკასიის ყველა სახეობის თამბაქოს ნიმუშის გაგზავნას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ა. ბ. ევანგულოვმა სამეურნეო საბჭოს მიერ არჩეულ პურით ვაჭრობის გამწესრიგებელ კომისიას მოხსენება წარუდგინა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ა. ბ. ევანგულოვი პეტერბურგიდან დაბრუნდა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ალფონს რობიმ მამა დავითის გორაზე ადგილები 46 664 მანეთად შეიძინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ მოზარდი ქალებისთვის ხელსაქმის სასწავლებელის ცალკე განყოფილება გახსნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლის შესანახად 100 მანეთის ნაცვლად 200 მანეთის შემწეობის მიღების თხოვნით ქალაქ თბილისის გამგეობას მიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის საბჭოს ხმოსანმა ი. ფ. თხორჟევსკიმ ქალაქის მოურავის მოადგილეს გადასცა წერილი, რომლითაც დროის არქონის გამო ხმოსნობაზე უარს აცხადებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს დიდუბის ღამის თავშესაფარში მიხეილ კლიმიაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა სტამბის დაარსება, რისი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა დაევალა სტეფანე ჭრელაშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სასოფლო მრეწველობის საჭიროებათა გამოსარკვევი პროგრამის პირველი მუხლის შესახებ მოხსენების შედგენა ნ. ა. სულთან–კრიმ–გირეის მიენდო.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს იურიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ზ. ცხვედაძემ გადაწყვიტა, კიდევ ორი წლით დარჩენილიყო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის შესასწავლად.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ტრამვაის უსახელო საზოგადოების დირექტორმა ა. რობიმ ქალაქის საბჭოსგან მიიღო კონტრაქტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის მოსაწყობად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ალფონს რობიმ მამა დავითის გორაზე შეძენილი ადგილები დაყო და 117 ადამიანზე 131 836 მანეთად გაყიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საფინანსო კომისიამ თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თიანეთის მაზრის უფროსი ნ. ზ. ჩოლოყაშვილი სამსახურიდან წავიდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბოტანიკური ბაღის დირექტორ ადოლფ როლოვს ნება დართო მებაღეობის პრაქტიკულად შესასწავლად ხუთი კაცით მეტი მიეღო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გორის მაზრის უფროსი პავლოვი ზაქათალას ოლქის უფროსად დაინიშნა.