რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ალექსანდრე ევანგულოვის განცხადების თანახმად აირჩია განსაკუთრებული კომისია 5 კაცის შემადგენლობით, რომელსაც დაევალა მეღვინეობა-მევენახეობის საქმეთა განსაკუთრებული კომიტეტის წესდების შემუშავება.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს სერგო ავალიანი იყო ქუთაისის სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი, ასევე სამხედრო ბეგარათა საკრებულოს საქმისმწარმოებელი. მას ბრალად ედებოდა სიყალბე და სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა. მის საქმეზე დაიკითხა 50 მოწმე, მათ შორის ოთხი მაზრის უფროსი, მათი თანაშემწეები და სამაზრო ექიმები.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ოზურგეთის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურემ, მღვდელმა დიომიდე შილაკაძემ სამსახურს თავი დაანება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს დეკანოზმა ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილმა და მისმა ქალიშვილმა ალექსანდრა ლაზარეს ასულმა ჩიქოვანმა-ლემანმა 15 მანეთი გადასცეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ავად იყო, ფეხზე სიმსივნე ჰქონდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, ალექსანდრე სმაგინის მეუღლემ გადაწყვიტა, ქუთაისში დაეარსებინა ყველასათვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო. იგი ქალაქს სთხოვდა უსასყიდლოდ დაეთმოთ მესხეთის ქუჩის პირზე მდებარე ღულაძისეული ადგილი, სადაც იყო ქალაქის მოედანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ქალაქ თბილისის გამგეობაში საქმე აღიძრა ვაჭარ ფრიდრიხ გ. ვეტცელზე, რომელმაც მე-10 ნაწილში, წყლისპირის ქუჩაზე, რამდენიმე საჟენი მიწა მიითვისა. საქმის წარმოება 1902 წლამდე გაგრძელდა, რის გამოც თავად ვეტცელმა გუბერნატორს თხოვნით მიმართა, გამგეობისათვის დაევალებინა აღნიშნული საქმის დროული განხილვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სასანიტარო ინსპექტორმა და ექიმებმა ავლაბარში შეამოწმეს ვაჭარ ალი-მაჰმედ-ბაირამ ოღლის საკლავი საქონელი, რომელსაც საეჭვო ავადმყოფობა სჭირდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაადგინეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სოფელ აღბულაღში ადგილობრივმა მცხოვრებმა ფეხის სამკურნალოდ ექიმბაშს მიმართა, შედეგად ავადმყოფს მდგომარეობა მთლად გაუარესდა. საგუბერნიო საექიმო სამმართველომ საქმის გამოსაძიებლად ექიმი გიორგი ივანეს ძე ბროძელი გაგზავნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ სექტემბერს ქ. ოზურგეთში გაიხსნა ქალების ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიული კურსით. მსურველებს იწვევდნენ გიგო გოგიტიძის სახლში.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ვექილ ი. გუნცაძეს თბილისის სასამართლომ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ა. აბაზაძემ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის უჩივლა და მან გადაუხადა 17 800 მანეთი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ხალიჩების საქსოვი სასწავლებლის გამგემ, მ. მ. თუმანიშვილმა თბილისის გამგეობისგან 1 000 მანეთი მიიღო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საიმპერატორო ფაიფურის ქარხნის მოქანდაკე ა. კ. ტიმუსი ყირიმსა და კავკასიაში გაგზავნეს სიძველეთა და ნაშთების დასათვალიერებლად.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ჭიათურის ბოქაულის თანაშემწე თ. ყიფიანი ყვირილის ბოქაულად გადაიყვანეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის გუბერნიის სასოფლო სკოლის დირექტორმა ქალაქის სკოლებში საღვთო რჯულის მასწავლებლებად დაამტკიცა მღვდლები: იანქოშვილი, კონტრიძე, თოთიბაძე, მამამთავრიშვილი და აივაზაშვილი, სომეხ-გრიგორიანთა რჯულის მასწავლებლად კი – მღვდელი ჯუღურიანცი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გარდაცვლილმა იოსებ გიორგის ძე სააკაშვილმა გორში მის მფლობელობაში არსებული სახლი, რომლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი, ქალაქს უანდერძა. სახლის შემოსავალი ღარიბი ოჯახის შვილების აღზრდას უნდა მოხმარებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საგარეჯოს სოფლის საზოგადოებამ დაადგინა, სოფელში ახლომდებარე წყაროებიდან მილებით გაეყვანა წყალი. ტექნიკოსმა გიგო ზაქარიას ძე ქურდიანმა დაიანგარიშა ხარჯი, რომელიც სულ ოცი თუმანი გამოვიდა. სოფელმა ხარჯი თავის თავზე აიღო და მუშების უფასოდ გამოყვანა იკისრა. ქურდიანმა განაცხადა, რომ სოფელს უფასოდ დაეხმარებოდა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილი ი. გუნცაძე სასამართლოს სთხოვდა, ა. აბაზაძისათვის დაევალებინა, წარედგინა 2 წლისა და 2 თვის ანგარიში იმ მამულების მართვა-გამგეობისა, რომლებიც თავიდანვე მას ჰქონდა ჩაბარებული.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს რესტორან „ტილიპუჭურაში“ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია გაიმართა.

