რეგისტრირებული ფაქტები87804
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ სკოლას სექტემბრიდან მეხუთე კლასი დაემატებოდა, რადგან სახელმწიფო სასწავლებლების მეხუთე კლასში მოხვედრა რთული იყო და შეიძლებოდა პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც მეოთხე კლასს დაასრულებდნენ სასწავლებლის გარეშე დარჩენილიყვნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ ამავე წელს პანსიონის მოსწავლეებისაგან შემოსავალი უნდა შემოსულიყო 5925 მანეთი, თუმცა შემოვიდა 3951 მანეთი და 12 კაპიკი, შემოსატანი სწავლის საფასურის ვალი მშობლებს დარჩათ ჯამში 1973 მანეთი და 88 კაპიკი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე სიხარულიძე ფლობდა სასტუმრო „ნოეს“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში წიგნის მაღაზიას ფლობდა მ. ნათაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის საბჭოს კრებაზე მათე ნიკოლაძემ განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მთავრობისა და ექიმებისგან ვერ მიიღეს თანხმობა საყასბოს ქალაქში გამართვის თაობაზე. მისი აზრით, არც მირზოევის მამული არ იყო შესაფერისი, რადგან საქონლის სადგომის გასაკეთებლად საკმარისი ადგილი არ მოიძებნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს მიხეილ თამამშევმა ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადა, რომ საყასბოს დაშორება ქალაქიდან მომგებიანი არ იქნებოდა, რადგან ხორცსაც მოემატებოდა ფასი გზის გამო და მოუხერხებელიც იქნებოდა მყიდველისათვის. მას იმედი ჰქონდა, რომ თუ სანიტარულ და ჰიგიენურ წესებს მკაცრად დაიცავდნენ და მთავრობას დასაბუთებულ პროექტს წარუდგენდნენ, ის დათანხმდებოდა საყასბოს ქალაქში გახსნას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს ქალაქის საბჭომ განიხილა ხმოსან მიხეილ ივანეს ძე თამამშევის მოსაზრება საყასბოს მირზოევის მამულში განთავსების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვალს გაიმართა კრება შავი ზღვის მიდამოებში მოსახლეობის დასახლების შესახებ. კრებაზე შავი ზღვის კომპანიის აგენტმა ალექსანდრე ეგუნოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური საჭიროებისთვის კარგი იქნებოდა თუ რუსებს დაასახლებდნენ მოცემულ ადგილებში, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ყაზახების დასახლება იქნებოდა მომგებიანი. ყაზახების დასახლების შესახებ კრებაზე ბევრი საწინააღმდეგო აზრი მოისმინეს, მათ შორის კოტელნიკოვისაც.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ნიკოლოზ პეტრეს ძე კრიჟანოვსკი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში გრაფი ნესტორ კარლოს ძე ლედუხოვსკი ახალციხის მაზრის მსაჯული იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს პავლე ანდრიას ძე ფურდუევი ალექსანდროპოლის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის დამხმარე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში სარდიონ ლუკას ძე ლომიძე ხონში ოსმალეთიდან ჩამოტანილი აბრეშუმის ჭიის თესლს ყიდდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიამ ი. ვარშავსკი პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის საიმპერატორო ინსტიტუტში შავი ჭირის საწინააღმდეგო ახალი საშუალების შესასწავლად გაგზავნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის პირველ თებერვალს ი. რადეცკიმ თავად-აზნაურთა თეატრში წაიკითხა ლექცია „მიზეზები ახალი თაობის ჯანის სისუსტისა. და რა აკლიათ ბავშვებს“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვლისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო გედევან გედევანოვის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ცოლქმრობის ყვავილები“.

