რეგისტრირებული ფაქტები89806
სორტირება თარიღი მზარდობით
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს ყველა განყოფილება დაექვემდებარა კავკასიის მთავარი სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 29 დეკემბერს ზნაკვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ტიმოთე გიორგის ძე ბაკურაძე გარდაიცვალა.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძეს ჭლექის ნიშნები ჰქონდა და ექიმ ნიკოლოზ არენდტთან მკურნალობდა.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავს, სოლომონ ჭავჭავაძეს დაუბრუნა მისთვის პეტერბურგში გაგზავნილი თანხა, რომელიც ილიას ავალდებულებდა, ცოლად შეერთო სოლომონის ქალიშვილი ელისაბედი.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძემ მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ არენდტისგან ავადმყოფობის ცნობა მიიღო.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გაემგზავრა და მლეთასთან პეტერბურგიდან თბილისისკენ მომავალ გრიგოლ ორბელიანს შეხვდა.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძე ხატობაზე დასასწრებად კოხტა აფხაზთან ერთად ალავერდში წავიდა.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859-1866 წლებში ნიკოლოზ თევდორეს ძე ჭელიძე მუხლის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859-1866 წლებში კონსტანტინე სოფრომის ძე ჭიჭინაძე მუხლის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს იოვანე სიმონის ძე გორდულაძე საჩხერეში დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859-1861 წლებში გრიგოლ იოვანეს ძე კერესელიძე უწერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

