საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81176

1919

ტიპი: განათლება

ნიკო რაზმაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ალექსანდრე ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ვარლამ დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ბიკენტი ენუქიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

დიმიტრი რაზმაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

შალვა ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ლუკა ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

დანიილ ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მეოთხე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

გიორგი ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1953

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1953 წლის ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას ხელი მოაწერეს მან და ილია აბულაძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 დეკემბერს ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგემ რაჭის საერობო გამგეობას სთხოვა, სამინისტროს წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რათა გ. ჭანტურაიასთვის შტატის მასწავლებლის უფლება მიენიჭებინათ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მ. ლომინაძემ, ქრისტინე შარაშიძე სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მოხსენების წასაკითხად მიიწვია და სთხოვა, მოსალაპარაკებლად სექციაში წინასწარ მისულიყო.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 10 ოქტომბერს ქრისტინე შარაშიძეს სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე უნდა წაეკითხა მოხსენება „მასწავლებელ გიგო შარაშიძის მოგონებანი სწავლა-აღზრდის შესახებ“.

1953

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს ქრისტინე შარაშიძემ მარტონ იშტვანოვიჩს თბილისიდან ბუდაპეშტში გაუგზავნა წერილი, დაახლოებით 25 წლის წინ დაწერილი გამოკვლევის ამონაბეჭდი და „კომუნისტიდან“ ამოჭრილი ილონა ბეკეშის წერილი.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნული იყო რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ 1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტროს დაწყ. სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ ლაილაშის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის, ინჯიას ნაცვლად მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა იმავე სასწავლებლის პედაგოგ ერმილე გაბლიანს.

1920

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძემ 1920 წლის 17 იანვარს ცაგერში ერობის თავმჯდომარეს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინა, რა პირობებით იყო განთავისუფლებული ლაილაშის ინსპექტორი ინჯია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.