რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არტაანის ოლქის კომისრის განკარგულებით, პ. რუხაძე დაინიშნა ხანახის რაიონის კომისარ ტეიუფ-ეფინდიევის ადგილზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სვატოში იყო ჩეხოსლოვაკეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს მუზეუმის დარბაზში (ლორის-მელიქოვის ქ. N10) არქეოლოგიური საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ლეონ მელიქსეთ-ბეგი წაიკითხავდა მოხსენებას „არსენ კათალიკოსის ტრაქტატი განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა, როგორც ძველ სომეხ-ქართველთა საეკლესიო ურთიერთობისა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა წარმოდგენილი სადისციპლინო წესდების მე-2 და მე-3 მუხლების რედაქციის გადამუშავება და მთავრობისთვის მოხსენება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს დაევალა ევროპაში კომერციული აგენტურის მოწყობის სქემის და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქავთარაძე იყო მთავრობის წარმომადგენელი საზღვარგარეთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაეგზავნათ მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაევალა მთავრობის სასახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ საქართველოს დამოუკიუდებლობის აღიარება მიულოცა ქართულ ჯარს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ქვარიანი იყო აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჯოტი შერვაშიძე იყო აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო იოსებ ხანანაშვილისგან, დავით აჯიაშვილისგან და მიხაკო ხანანაშვილისგან ქართველ ებრაელთა სახელით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ჯოტი შერვაშიძისა და სიმონ ქვარიანისგან სოხუმიდან აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის სახელით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სპარსეთის გენერალური კონსულისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო საბერძნეთის მისიისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სომხეთის მთავრობისგან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის კონსულ პეტრე ჩინიჯიშვილისგან, რომელიც ულოცავდა საქართველოს მთავრობას და მის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ყანჩელი იყო ერევანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ერევანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელისგან.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ქალაქ ზესტაფონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის წევრი შავი სახადით გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნად ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებაზე სახელმწიფო თეატრის არტისტებმა ივანე სარაჯიშვილმა და ალექსანდრე ინაშვილმა შეასრულეს რომანსები და დუეტები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებაზე აღნიშნა მისი დიდი წვლილი ამ საქმეში.

