რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვაცლავ ოსტროვსკი იყო პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მაიორი დელი იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის რწმუნებული საქართველოში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარნაბა ყუფარაძე იყო ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან-ხოისკი რუსეთის საგარეო სახალხო კომისარ გეორგი ჩიჩერინს საპასუხო რადიო-ტელეგრამით აუწყებდა, რომ აზერბაიჯანმა სისხლით მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა დემოკრატიული რესპუბლიკის სახით და ერთსულოვანია მის დაცვაში, რისთვისაც ებრძოდა დენიკინის მომხრეებს და თავდაცვითი კავშირი შეკრა საქართველოსთან. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე მას ექნება კეთილმეზობლური დამოკიდებულება რუსეთთან ორივე სახელმწიფოს სუვერენობის დაცვის პრინციპების საფუძველზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა გეორგი ჩიჩერინმა რადიო-ტელეგრამაში წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან-ხოისკის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 6 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის მოსამსახურე, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე ფლობდა ბინას ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა N 20-ში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართული კლუბი იუწყებოდა, რომ მათ მოსამსახურეს, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძეს დაკრძალავდნენ 15 იანვარს წმინდა ნინოს სასაფლაოზე, გამოასვენებდნენ ჭავჭავაძის ქუჩა N 20-დან.

