რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. სიდამონიძე იყო ქართული კლუბის მოსამსახურის, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძის ნათესავი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე იყო ქართული კლუბის მოსამსახურე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართული კლუბის მოსამსახურე ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იანვარში გარდაცვლილი თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის ოჯახი ფლობდა ბინას თბილისში, მატერიალნი ქუჩა, N 3.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის ოჯახი – მამა პეტრე, დედა ვალენტინა, ძმა ნიკოლოზი და დები, ნინა, თამარ და მელანია იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 15 იანვარს, დილის 10 საათზე, ვერაზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის და იყო მელანია უზნაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ექიმმა რეიხმა განაცხადა, რომ სხვადასხვაგვარი მარილი რომელსაც ავჭალის წყალი შეიცავდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყო ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრების თავმჯდომარე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის და იყო თამარ უზნაძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის და იყო ნინა უზნაძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის ძმა იყო ნიკოლოზ უზნაძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის დედა იყო ვალენტინა ანდრიას ასული უზნაძისა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) უზნაძის მამა იყო პეტრე უზნაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში თბილისში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. ექიმ მალინინის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის ჯარში ავჭალის წყლის გამოყენება დაიწყეს, ხურვებამ საგრძნობლად იკლო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ნიკოლოზ ხუდადოვმა განაცხადა, რომ ავჭალის წყალი ბევრ მინერალს შეიცავდა, ამასთან არ არსებობდა საბუთი, რომლითაც ავჭალის წყლის უპირატესობას დაადასტურებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო სოლომონ ბერიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო არისტო ბერიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო გერასიმე ბერიძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი ევსევი ბაბილუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მოსწავლეებს სიმღერას უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 თებერვალს ბათუმში მაკრინე იოსების ასული ღლონტის დახმარებით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის სასარგებლოდ დაგეგმილი საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა და ელენე ანდრონიკაშვილისამ.

