საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904-05 წლებში ლეო ბარამიძე მეტეხის ციხეში იჯდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან თედო სახოკია იყო პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს შიო ალექსის ძე ჩიტაძე ქართული გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს მეტეხის ციხის ჯანდარმთა სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო როტმისტრი რუნიჩი.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს შიო მღვიმელი მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, როგორც პოლიტიკური დამნაშავე.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ხშირად წერდა რეცენზიებს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე დრამატული საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საქმეებში მონაწილეობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში გიორგი მაზნიაშვილი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში რუსეთ იაპონიის ომში მძიმედ დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი პეტერბურგში გადაიყვანეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ გიორგი მაზნიაშვილს პეტერბურგში იმპერატორმა წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ჯვარი გადასცა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან ალექსანდრე კოღუაშვილი იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მარცხენა ხელს ვეღარ ამოძრავებდა, ფეხშიც მძიმედ იყო დაჭრილი და მას შემდეგ ჯოხით დადიოდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსეთში მძიმე ცხოვრების ფონზე იაპონიასთან ომის პირობებში ისახებოდა მონობის შეცვლა თავისუფლებითა და დემოკრატიულ კანონებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, რაც სოციალისტობასა და რევოლუციონერობას ნაზიარებ ახალგაზრდების, მათ შორის თედო სახოკიას ოცნება იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ანდრია ლაკირბაია იყო პოლიცმეისტერი.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს პარიზში მოღვაწე ალექსანდრე გაბუნიას უკურნებელი სენის, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს პარანოიით დაავადებული ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე და ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდნენ პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას და თედო სრულიად მარტო დარჩა რედაქციაში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძისა და ალექსანდრე გაბუნიას რედაქციიდან წასვლის შემდეგაც გიორგი დეკანოზიშვილი განაგრძობდა ახალი გზების ძიებას მომავალი რევოლუციის საქმეში თავისი სამშობლოს მონაწილეობისთვის.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის გამო მეფის რუსეთის დაუძლურება ქართველების თავისუფალ მოქალაქეებად გახდომას მოასწავებდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს თედო სახოკია ახასიათებდა პოლიცმეისტერ ანდრია ლაკირბაიას ყოველგვარ ადამიანობაზე ხელაღებულ პიროვნებად.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები დაატუსაღეს, მათ შორის იყო იოსებ პავლეს ძე გობეჩია.