რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანა სპირიდონის ასული ღვინიაშვილი დაიბადა 1904 წლის 1-ელ იანვარს თბილისში.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში, რომელზეც განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, იმ მამულების საკითხი, რომლებიც ვერ გაიყიდა და ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხი.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-17 წლებში გიორგი კონსტანტინეს ძე გაჩეჩილაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი სამი თვით ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ და დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-1910 წლებში ზაქარია სიმონის ძე პეტრიაშვილი გლოლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-06 წლებში დომენტი გიორგის ძე ლოსაბერიძე სოფ. დვალიშვილების წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-1917 წლებში ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე სამთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-1917 წლებში სპირიდონ იოსების ძე ჭელიძე საკეციის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-1917 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე ბუგეულის (ქვედა) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-06 წლებში ტიმოთე ქრისტეფორეს ძე ლორია სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-08 წლებში კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე სოფ. ივანდიდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-12 წლებში პავლე ეგნატეს ძე ხელაძე სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს კავკასიაში რუსული სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციების დაპირისპირებისას ბათუმში ნოე რამიშვილს ორატორული პაექრობა მოუხდა იოსებ ჯუღაშვილთან.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-10 წლებში იესე ბერის ძე გაბელაშვილი სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

