საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილი ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თამარ იულიანეს ასული მგელაძისა ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე ქაჯაია მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ებალაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ანტიოფია ლუარსაბის ასული ნიკოლაიშვილი 1917 წელს დაარსებული ებალაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მოსე აბრამის ძე ლიპარტელიანი 1917 წელს დაარსებული ებალაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი მაქსიმეს ძე აფხაზავა 1917 წელს დაარსებული ებალაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აბიბო ლუკას ძე კოროფაძე 1917 წელს დაარსებულ ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბესარიონ სიმონის ძე დოლიძე 1917 წელს დაარსებულ ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ბესარიონ სიმონის ძე დოლიძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ბაბილინა ჩიჩუა 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპიფანე ჯიბლაძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვასასია დოლიძისა მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ამაღლების უმაღლეს დაწყებით სასწავლებლში მსახურად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე ონიდან გამოგზავნილი N714 დეპეშის პასუხად ონის გიმნაზიის გამგეს აცნობებს, რომ გიმნაზიის შენახვა განათლების სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მის დამტკიცებამდე გიმნაზია ადგილობრივი ხარჯებით უნდა შეინახონ. ხელს აწერდა საქმისმწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს განათლების სამინისტროს მთავარგამგე სერგი დანელია თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორ გიორგი კვიტაშვილს სწერდა, რომ ონში ჯერჯერობით ნებადართული იყო მხოლოდ პირველი (მეხუთე) კლასის გახსნა და მის შესანახად მთავრობის დახმარება იმ თანხით განისაზღვრებოდა, რაც წინათ იყო გადაწყვეტილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს სწერდა დეპეშას, რომ მათთვის მასწავლებელთა გასაგზავნად ზომები მიიღეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს დეპეშით აცნობა, რომ უცხო ენის გაკვეთილები ადგილზე უნდა გაანაწილოს.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ქართული ემიგრაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რადგან არც ისინი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს აკეთებდნენ.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინის ვიზის დროულად მისაღებად რუსებთან ჩაეწერა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი თავის სარჩენად სტუდენტებს რუსულს ასწავლიდა და გამომცემლობაში ბუღალტრად მუშაობდა.

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ დედამისის რთული ხასიათის გამო არ ენერვიულა და სხვებთან მათი დაძაბული ოჯახური მდგომარეობის შესახებ არ ესაუბრა. 

1948

ტიპი: გარდაცვალება

1948 წლის 26 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს კირიონ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და სთხოვა, ჯანმრთელობაზე ეზრუნა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს პაველ ბათინაშვილი წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტერ-ოფიცრად) მსახურობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ევსტაფი გვილავა წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტერ-ოფიცრად) მსახურობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ფეოდორ ღამბაშიძე წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტერ-ოფიცრად) მსახურობდა.