საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვოლს, რომელსაც კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოაგადოებასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე თბილისში გაუხსნია მიწათმოქმედების იარაღების დეპო, ბოლომდე არ შეუსრულებია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და საზღვარგარეთ გამგზავრებულა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს თბილისის ასტრონომიული ობსრევატორიის დირექტორმა არნოლდ თევდორეს ძე მორიცმა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას უსასყიდლოდ დაუთმო წალკის რაიონის გერმანულ კოლონიაში მდებარე ობსერვატორიის ერთი სათავსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საზოგადოების მიერ ახლადგახსნილი ქიმიური ლაბორატორია.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ვოლს თბილისში გაუხსნია მიწათმოქმედების იარაღების დეპო.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ახლად გახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხარჯებისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს შესანახად ყოველწლიურად გამოყო 2500 მანეთი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ ახლად გახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად მიიწვია ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ნებართვით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას გაუხსნია ქიმიური ლაბორატორია.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუკა რაზიკაშვილის „სიმღერა“.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ირაკლი მუხრანბატონი იყო თავადი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 12 თებერვალს რაჭის მაზრაში მცხოვრები გლეხის შვილი ბასილ მაისურაძე მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 300 მანეთი მოპარეს სურამში მყოფ ადვოკატ ვასილჩენკოს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რაფიელ ერისთავი დასაბეჭდად ამზადებდა საეთნოგრაფიო წერილს სვანეთის და ვრცელ გამოკვლევას სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუსეთის საიმპერატორო საგეოგრაფიო საზოგადოების თბილისის განყოფილება თავის ჟურნალში ბეჭდავდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შედგენილ საეთნოგრაფიო წერილს ხევსურების შესახებ, რომელიც რუსულიდან რაფიელ ერისთავმა თარგმნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობამ თანამშრომლებისათვის ჩამოაყალიბა შემნახველ-დამზოგველთა ამხანაგობა, რომლის სალაროში ირიცხებოდა გარკვეული თანხა თანამშრომლებისათვის. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ი. ტიგრანოვი, წევრები – ნ. ნაზაროვი და ს. კორინთელი, მოლარედ მუშაობდა პ. ვოსკრესენსკი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადება, რომ გაზეთი განაახლებდა გამოცემას და გამომწერებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, სთხოვდა შეეტყობინებინათ რედაქციისთვის მათი ახალი მისამართები. გაზეთის ღირებულება ახალი გამომწერებისთვის წლის დასრულებამდე 4 მანეთი, 1-ელ ივლისამდე 2 მანეთი, ხოლო ცალკე ნომრის ღირებულება 15 კაპიკი იქნებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიგოეთის სკოლის პედაგოგ სამსონ ჯორბენაძის წერილი, რომლითაც ის გაზეთის რედაქტორს მიმართავდა და სთხოვდა მის მიერ გამოწერილი გაზეთის ნომრები კუთვნილებისამებრ გაეგზავნათ და არა სხვა პირის ხელით, რადგან უგვიანებდნენ გაზეთების ჩაბარებას გამომწერებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ავქსენტი ცაგარელმა დაწერა ოთხმოქმედებიანი პიესა „ციმბირელი“, რომლის წარმოდგენა სურდათ ქართულ თეატრში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გაზეთის „Пахарь“ რედაქტორი იყო ივანე ივანეს ძე კერესელიძე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არტურ ლაისტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და სწავლობდა ქართულ ისტორიასა და ლიტერატურას, გერმანულად თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინდა რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ოპერეტა „ბიძიასთან გამოხუმრება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვი, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ცაგარელი და სხვანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 თებერვალს „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასი წარმოადგენდა დრამას „თამარ ბატონიშვილი“ ხუთ მოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ბარბარე ავალოვი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია პროექტი, რომელიც ეხებოდა ამიერკავკასიაში სამიწათმოქმედო სკოლის გახსნას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეექვსე ნაწილი.