რეგისტრირებული ფაქტები90458
სორტირება თარიღი მზარდობით
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 27 იანვარს იასონ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ნასყიდაშვილისა და მღვდელ გ. სირაძის მოთხოვნა წიგნების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე სამჯერ გაროზგეს.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია სალუქვაძე ორი თვისა და ოცი დღის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 28 თებერვალს მიხეილ თამარაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძველი ქართული საეკლესიო მხატვრების სურათების (აღწერილობით) გაგზავნა სთხოვა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის მარტიდან ილია ალექსეევი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვახტანგ ამბოქაძე, თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის მოსწავლე, დაიბადა 1904 წლის 7 მარტს.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის 31 მარტს სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი სპირიდონ თედორეს ძე ძოწენიძე გარდაიცვალა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის პირველ აპრილს, ჟენევაში, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა ინიციატივით, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ მოთხოვნად განისაზღვრა, რომ კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში საქართველოს ავტონომია მოეპოვებინა.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის აპრილში მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში 4 წლის გატარების შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 10 აპრილს ივანე თოთიბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მეტეხის ციხის ბიბლიოთეკისათვის დახმარება სთხოვა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 10 აპრილს მხატვარი-გრაფიკოსი გრიგოლ ტატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ გამოცემული ანბანის წიგნის 500 ეგზემპლარის თითო აბაზად შეძენას სთხოვს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 20 და 21 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაათვალიერა თონეთის სკოლა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 23-24 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცახლავამ გომარეთის სკოლა დაათვალიერა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 7 მაისს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 16 მაისს საზოგადოების გამგეობის კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, მის ამხანაგად – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. სხვა წევრები იყვნენ: იოსებ (იესე) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა, ვახტანგ მუსხელაშვილი, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, სიმონ ფირცხალავა და კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე. საზოგადოების წევრობის კანდიდატები იყვნენ: მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი, ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი, ალექსანდრე ნესტორის ძე დიასამიძე. სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე და სიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1904
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ცხრაწყაროს სამრევლო სკოლაში მუშაობდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის გამგედ დაინიშნა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე შორაპნის მაზრის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე მარილისის სამრევლოდან ცხრაწყაროს სამრევლოში გადაიყვანეს.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.

