საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87764

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, გიორგი ყაითმაზოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, მ. დ. ალიაკრიტსკის – ქუნთრუშის შესახებ, ი. ი. მალინინს – ნათხემის ანთების შესახებ, მიხეილ ვასილის ძე სკოროვს – ქრონიკული ურემიის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ ვასილის ძე სკოროვს, ე. ი. კრასნოგლიადოვსა და ვ. ი. პრისელკოვს ჩაუტარებიათ კვლევა, რომელიც ეხებოდა თბილისში დაავადებათა საერთო ხასიათს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ს. ო. მრევლოვს ჩაუტარებია კვლევა ქართულ გრენადერთა პოლკში ტიფის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ვ. ი. პრისელკოვს, ი. ი. მალინინს, იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩსა და არტემ ივანეს ძე იოანისიანს ჩაუტარებიათ კვლევა ქალაქ თბილისში ყივანახველის გავრცელებისა და მკურნალობის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაატარა სამეცნიერო კვლევები, რომელშიც მონაწილწობდნენ: ა. ი. გვოზდევსკიმ, ი. ი. მალინინი და ი. ი. ზახაროვი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია მოხსენება თბილისელი დალაქების შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. ი. კრასნოგლიადოვს ჩაუტარებია კვლევა სხეულის ტემპერატურის შესახებ მწვავე დაავადებათა დროს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. მ. კარპოვიჩმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება, რომელიც ეხებოდა მეძავებისთვის პირადი ექიმების ყოლას.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ს. ო. მრევლოვს ჩაუტარებია კვლევა 1867-1868 წლებში თბილისში გავრცელებული ეპიდემისი შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ი. პრისელკოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია რეფერატი პარაზიტოლოგიის საკითხების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი. მოხსენების თემა ყოფილა: სიმსივნეები გულ-მკერდის წინა ნაწილში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ვ. ა. მილიოტის – დიოპტრული ორგანოსკოპიისა და სომატოსკოპიის შესახებ, ვ. ი. პრისელკოვს – ნაწლავის კატარის შესახებ ბავშვებში, მასვე ეკუთვნოდა კვლევა, რომელიც ეხებოდა შარდის ბუშტის გასკდომის შემთხვევებს, ე. ი. კრასნოგლიადოვს – ვირთევზას ცხიმის სარგებლობის შესახებ ფსიქიკური დაავადებების დროს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა ს. ო. მრევლოვი. მოხსენების თემა ყოფილა: ღვიძლის წყლული.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩს – ტიფის შესახებ, ნ. ნ. უშაკოვს – დიფტირიტის მკურნალობის შესახებ გოგირდის საშუალებით, ა. ე. არნგოლდს – ციების მკურნალობის შესახებ ქინოიდინით, გ. კიპარსკის – ეპიდემიოლოგიის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსულა მ. ს. ვოიტკევიჩი. მოხსენების თემა ყოფილა პათოლგიური თირკმელი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, კ. ფ. ბრიოშნოვსკის ჩაუტარებია კვლევა ქართულ გრენადერთა პოლკში ტიფის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და ქირურგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ი. ი. ტალკოს – თვალქვეშა კისტის შესახებ, გ. დომბროვსკის – ხანჯლით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაცვალების შესახებ, მ. ფ. კელდიშს – სიმსივნის მკურნალობისა და ფილტვის ფისტულის შესახებ.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გაბრიელ შადინოვს სახლი ჰქონდა თბილისში, სადოვაიას ქუჩაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. ა. არნგოლდს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია თავისი კვლევა, რომელიც ეხებოდა კუჭიდან სისხლდენას.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და ქირურგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ივანე ივანეს ძე მინკევიჩს – თიაქრის რადიკალური მკურნალობის შესახებ, მ. ნოვიკს – ხორხის დაზიანების შესახებ, მიხეილ სერგის ძე შახ-პარონიანცს – ვენების დაცობის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. კიკინმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა თავისი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ქალაქ ფოთში კავკასიის მე-19-ე ბატალიონის ლაზარეთში გამოვლენილი თვალის ჩირქოვანი ანთების შემთხვევებს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას სასამართლო მედიცინის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ნ. ი. სავიცკის – მელანქოლიის შეტევის შედეგად ჩადენილი მკვლელობის შესახებ, მასვე – სასამართლო-ფსიქიატრიული შემთხვევების შესახებ, ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტს – გაუპატიურების შემთხვევების შესახებ.