რეგისტრირებული ფაქტები87764
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების გამგეობის საქმეთა მმართველად აირჩიეს საზოგადოების წევრი, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი კარლ ლევის ძე ზისერმანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნ. ი. სავიცკი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა ფარმაცევტიკას.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პროკლე იოსელიანი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა სჯულის კანონს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ამიუსმა, ნეიგებაუერმა, ბოლოტოვმა და გეპნერმა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს გუსტავ ივანეს ძე რადემ, გერმანე ვილჰელმის ძე აბიხმა, ჰოფმანმა და ნევსტროევმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვმა უარი თქვა გაეგრძელებინა მუშაობა, რადგან მის მიერ გამოწერილი რეცეპტებით საავადმყოფოს აფთიაქიდან ღარიბ მოსახლეობას წამლებს არ აძლევდნენ.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის მოძღვარი იყო პროკლე იოსელიანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვს აფთიაქის დირექტორმა მიხეილ შახ-პარონიანცმა განუცხადა, რომ ძვირადღირებული წამლები მხოლოდ მდიდრებისთვის უნდა გამოეწერა და არა ღარიბი მოსახლეობისთვის.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში მიხეილ ანდრიას ძე არღუტინსკი-დოლგორუკოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კახეთის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერაშვილმა და მ. ი. მრევლიშვილმა პანკისის ხეობაში ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით ალექსანდრე როინაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლის ორდინატორი იყო ნ. ი. სავიცკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ დ. ლ. ტიანგინსკი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა მედიცინას.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით, კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს სთხოვა, ამიერკავკასიაში დაეარსებინათ რამდენიმე სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები მევენახეობასა და მეღვინეობას ისწავლიდნენ.
1869
ტიპი: ორგანიზაცია
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კარლ ლევის ძე ზისერმანი იყო თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრი.
1868
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კარლ ლევის ძე ზისერმანი იყო თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი შალიგინი იყო თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების დათვალიერება-შეფასება დაევალა ექსპერტთა საგანგებო კომისიას.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ შექმნილი საველე საკაცე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების თბილისელ აგენტს ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკის თავის ბინაზე შეეძლო უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა საველე გადასატანი ნივთების მისეული მოდელები.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში იყო ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკი.
1868
ტიპი: ორგანიზაცია
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ კავკასიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის წევრები: ანდრია ანდრიას ძე ლიბაუ, პ. თ. რერბერგი, ა. ი. ვასტენი და მ. ი. როსლავლევი.
1868
ტიპი: ორგანიზაცია
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე აირჩიეს ადგილობრივი გამგეობის წევრები: ბ. კ. მეიენდორფი, პავლე ივანეს ძე ქუთაისოვი, ალექსანდრე ლაზარეს ძე ტაიროვი და კარლ ლევის ძე ზისერმანი.

