რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე კამათი გაიმართა ფედერალისტთა ლიდერ ზდანოვიჩსა და სოციალ-დემოკრატ კიკვაძეს შორის, რომელსაც მეფისნაცვალთან მშვიდობიანი გზით საკითხთა მოგვარებისა არ სჯეროდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე ფედერალისტთა ცნობილმა ლიდერმა, გიორგი ზდანოვიჩმა მკაცრად გააკრიტიკა სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მეფისნაცვალთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნის წინაამღდეგი იყვნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ქუთაისში საგუბერნიო საერობო თათბირზე უმრავლესობა თბილისში მეფისნაცვალთან და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას ემხრობოდა, სოციალ-დემოკრატები თევდორე კიკვაძის წინამძღოლობით წინააღმდეგნი იყვნენ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე თედო კიკვაძემ აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატები მოლაპარაკებების წინააღმდეგი იყვნენ და იარაღით აპირებდნენ მეფისნაცვლის სასახლის აღებას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოსულ გაზეთში „განთიადი“ დროებით თანამშრომლობდნენ ბოლშევიკები და მენშევიკები.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გაზეთის „განთიადი“ რედაქტორები, ბოლშევიკების მხრიდან, იყვნენ იოსებ ჯუღაშვილი და ფილიპე მახარაძე, ხოლო მენშევიკების მხრიდან − ნოე ჟორდანია და სიმონ ჯუღელი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ერმოლოვი გურიაში რევოლუციის ჩასახშობად რევოლუციონერთა ქონებას წვავდა და ანადგურებდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ კაპიტანი ერმოლოვი გურიაში მაზრის უფროსად დანიშნეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის რევოლიციის დამარცხების შემდეგ აფრასიონ მერკვილაძე მებრძოლი კადრების შესანარჩუნებლად დათანხმდა სოციალ-დემოკრატების წინადადებას რაზმის დაშლის შესახებ
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს აფრასიონ მერკვილაძე თავისი რაზმის დაშლის შემდეგ რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ბათუმში წავიდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს აფრასიონ მერკვილაძე შორაპნის მაზრაში დაბრუნდა, თავისი რაზმის გადარჩენილი წევრები შეკრიბა და დაიწყო ბრძოლა პოლიციის მოხელეების, თავადაზნაურობის წარმომადგენლებისა და ჯაშუშების წინააღმდეგ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ბათუმში მყოფ აფრასიონ მერკვილაძეს შეატყობინეს, რომ შორაპნის მაზრის მოსახლეობას ძალიან ავიწროვებდნენ, მისი რაზმის ყოფილ წევრებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის პირველი იანვრიდან გრიგოლ იორდანიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ფედერალისტებმა თბილისის პოლიციის უფროსის, გიორგი კოვალიოვის მოკვლა გადაწყვიტეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს თბილისის პოლიციის უფროსი გიორგი კოვალიოვი, რომელიც თავდასხმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მეფისნაცვალმა დააწინაურა, განჯის გუბერნატორად დანიშნა.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არსენა ჯორჯიაშვილი პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრეს, მაგრამ სამხილის უკმარისობის გამო მალე გაათავისუფლეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის რევოლუციის დროს არსენა ჯორჯიაშვილი თბილისის რკინიგზის სახელოსნოში მუშაობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს არშაკ მეგრაბიანცი ბათუმში ხუთწლიანი გადასახლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ავლაბრის მეოთხე რაიონის ტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გაფიცვაში მონაწილეობისთის არსენა ჯორჯიაშვილი თბილისის რკინიგზის სახელოსნოდან გაათავისუფლეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის დასაწყისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის მენშევიკურმა კომიტეტმა საბრძოლო რაზმების შეიარაღების ორგანიზებისთვის შექმნა სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნოე რამიშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თბილისის დემონსტრაციის დროს დაშავებულებისთვის ქალაქის სათათბიროს ხმოსნებმა 107 მანეთი შეაგროვეს, რომელიც მელანია ჩოდრიშვილმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გადასცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას იგი ორმა ცრუ მოწმე ქალმა ამოიცნო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს სისხლის სამართლის 226 მუხლით წაუყენეს ბრალი.

