რეგისტრირებული ფაქტები87761
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე ქრისტესიაშვილმა ავშაროვის ხის სახერხ ქარხანაში დანადგარზე მაჯა მოიჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანტონ ცირული პარტნიორისთვის ბოთლის ჩარტყმის მიუხედავად, სასამართლომ სასჯელისგან გაათავისუფლა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალნაგ ალი ოღლიმ და ჯალილ მამედ ჰასან ოღლიმ აბას კელბალაი ოღლი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ასტემირ ხაიზერმა ცოლი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილ სუბდალცევმა ჩხუბის დროს ხეჩატურ ამირხანოვი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბარსეგ ბარსეგოვმა 12 წლის მხითარ ყაზაროვი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აბრამ გაბანოვი სამმა უცნობმა პირმა თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ბაციელაშვილის სახლს და საბძელს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაპლო ხაჩატუროვის მაღაზია გაძარცვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი მოსეშვილის სახლს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბადო მუხაურმა დადო გათოს ძე მუგური ჩხუბის დროს თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეჩხუმში ბოქაული მახარაძე მოკლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის კომიტეტის ოქმები სკოლის დახურვისა და თანხის სესხების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 1-დან 30 მარტამდე საზოგადოებაში შევიდა 4740. 80 მანეთი და დაიხარჯა – 2898. 62.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა თავმჯდომარის მაგიერ ჩაატარა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგის მოხსენება სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ გურიის ბიბლიოთეკებისთვის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბათუმის სკოლის კომიტეტს გადაეცა 300, ხოლო ვლადიკავკაზისას – 496,60 მანეთი.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 4 აპრილს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა დუშეთის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის, მალაქია ცხვედაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმე და მისთვის ზოგიერთი უფლების ჩამორთმევა და 2 წლით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაწყვიტა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" ცნობით, კბილის ექიმი ე. ი. ბალარჯიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N115-ში, გერმანელთა ტაძრის გვერდით, იღებდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ა. კოსტავა ქუთაისში ევროპული ტანსაცმლის მკერავი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მაქსუდ ალიხანოვი 1905 წელს სენაკში ეგზარქოსის მიერ ეკლესიის კურთხევას დაესწრო.

