რეგისტრირებული ფაქტები87761
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმის ეპარქიაში სამრევლო სკოლების საქმე გაუმჯობესდა მ. ხარლამპისა და იოსებ ბერძენოვის წყალობით. გაიხსნა 5 სამრევლო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის ზედამხედველმა ნიკიფოროვისამ, რომელიც 18 წლის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობითა და წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას, დატოვა ზედამხედველის პოზიცია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქალაქე გვალია დაპატიმრებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1919 წლის 29 ნოემბრის ბრძანების დარღვევისთვის. მას აღმოაჩნდა 3 შაშხანა ტყვიებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის სხდომაზე პროფესორმა ნოვაროზემ წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა პირველადი მოხმარების საგნები, მაშინ როცა მას უამრავი ნედლი მასალა მოეპოვებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის თავმჯდომარე, ცნობილი გეოგრაფი პროფესორი რიკიერი სხდომაზე წრის სახელით მიესალმა ქართველ ხალხს და სიტყვა გადასცა პროფესორ ნოვაროზეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკი სტოკსი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის მისიის უფროსი, გენერალი ნონანკური, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, პოლკოვნიკი სტოკსი, საბერძნეთის რწმუნებულის წარმომადგენელი და ინგუშთა დელეგაცია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაზარიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მდივანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს თბილისში ჩამოვიდა აკაკი ჩხენკელი, რომელსაც სადგურზე დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე მინისტრის პირად მდივან ნაზარიშვილთან ერთად.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 19 იანვარს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ჟირარდენის დრამა „ორ ცეცხლ-შუა“ , თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება, რომლითაც მან პასუხი გასცა სოფრომ მგალობლიშვილს ბრალდებაზე ვითომდა მისი ნაწარმოები „ღამის მეხრე ცეცო“ შემოკლებით და დამახინჯებულად გამოსცა. ჭიჭინაძის თქმით, თავად მგალობლიშვილმა დართო ნება, როგორც მოხერხდებოდა ისე დაებეჭდა ხსენებული ნაწარმოები და ამის დასტურად მას მწერლის წერილიც აქვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში პირველი რიგის ხმოსანთა არჩევნები თავიდან დანიშნეს და კანდიდატთა სიიდან ამოშალეს შემდეგი პირები: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი, ივანე სიმონის ძე მესხი, ნიკოლოზ მარკოზის ძე კანდელაკი და პავლე გოჯასპინის ძე ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გულითადი მადლობა გამოუცხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს მოწყობასა თუ მონაწილეობაში. მათ შორის მადლობა გამოუცხადეს ვარვარა ზარუდნაიას, ე. დ. კოკოვცევისას, ო. ნ. ოსეფოვიჩს, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს, გენადი ყორღანოვს, მ. ბ. მედვედევს, ი. ფ. სარაჯოვს, დავით გიორგის ძე ერისთავს, იოსებ რატილს, ვლადიმერ აღნიაშვილს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. ტალკოს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია მასალები ოფთალმოლოგიური კაზუისტიკის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გორის ხელოსნებმა უფროსად ქართველი დალაქი გიორგი პავლიაშვილი აირჩიეს, რადგან ის პატიოსანი და შრომისმოყვარე იყო და ხელოსნებს იმედი ჰქონდათ, რომ გორის სახელოსნოს გამგეობაში სამართლიანობას აღადგენდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ივანე ივანეს ძე მინკევიჩს კავკასიის სამედიცინო დაწესებულებათა დათვალირების შემდეგ სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები, რომელიც იქაური ქირურგიის მდგომარეობას აღწერდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 10 იანვარს თბილისის სახელოსნო სასწავლებელში დირექტორმა წაიკითხა 1887 წლის ანგარიში და მოსწავლეებს ყანჩაველსა და თოიძეს გადასცა ატესტატები და მოწმობები.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი კრასნოგლიადოვის აზრით 1867-1868 წლებში თბილისში მხოლოდ ერთი სახის ეპიდემია იყო. კერძოდ, სხვადასხვა სახის ქუნთრუშა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი მრევლოვის აზრით, 1867-1868 წლებში თბილისში მძვინვარებდა ორი სახის ეპიდემია: წითელა და ქუნთრუშა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ კონსტანტინე ყიფიანმა პირადი საქმეების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო კვირას დაგეგმილ წარმოდგენაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ მარიამ აბაშიძის ავადმყოფობის გამო კვირისთვის დანიშნული პიესა „ბედნიერი დღე“ შეცვალეს საჩქაროდ და დანიშნეს „ბაქი-ბუქი“.

