საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82204

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ქვიტირში მდებარე სახნავ-სათესი, 6 დესეტინა და 288 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს, ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით, „სტოლონაჩალნიკად” დანიშნეს ნიკოლოზ ალავიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქციას სიღნაღიდან აუწყეს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ნაუმენკო. იგი 5 თვით საზღვარგარეთ ყოფილა წასული თვალების მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილის შესასწავლად. სიღნაღში ჩასვლისთანავე პაციენტების დიდი რიგი დაუდგა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით ვოიუცკიმ დატოვა „სტოლონაჩალნიკის” თანამდედობა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით „სტოლონაჩალნიკის” თანამდებობა მიენიჭა სამსონ ტარიელის ძე წულუკიძეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ნიკოლოზ ყენია გახდა ოზურგეთის „მიროვის პოსრედნიკი”.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 18 აგვისტოს გენერალ-მაიორ ჯორჯაძეს ბანაკში ეახლა 17 პირი სოფელ გასიხიდან. ამ 17 პირიდან სამს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „კაიტაღელების არეულობაში”. ჯორჯაძის განკარგულების მიხედვით, ასეთი პირები უნდა დაეკავებინათ. როდესაც ჯორჯაძემ და მისმა მხლებლებმა მათი დაკავება მოინდომეს, ბრალდებულები ცივი იარაღით შეტევაზე გადავიდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ: ჯორჯაძე, სემენოვი, მოროზოვი და მუზიკანტოვი. სამი ბრალდებულიდან ორი მილიციონერებმა მოკლეს. ამ არეულობას შეეწირა 6 უდანაშაულო თანასოფლელიც.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 იანვარს იუწყებიან ივანე ჩხაიძის გარდაცვალებას. გარდაცვლილს გაასვენებდნენ შაბათს, 11 იანვარს სოფელ იტრიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს სამსონ მაჭავარიანი გახდა საჩხერის „უჩასტკის ნაჩალნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს რაჭის მაზრის უფროსის თანამდებობა ნიკოლოზ ჩიკვაიძემ დაიკავა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოველდღე იმართებოდა საღამო-წარმოდგენები, რომლის კონფერანსიე იყო ნეჩაევი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და „ქართველთა ამხანაგობის” მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი „ცეცხლითა და მახვილით”.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გიორგი სხირტლაძემ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა განცხადება თბილისში, სასახლის ქუჩაზე, თეატრის რესტორნის, „ზამთრის ბაღის” გახსნის შესახებ. რესტორნის ტერიტორიაზე კერძო ოთახებში მოწყობილი იყო საბილიარდო სივრცე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყიფშიძის წიგნი „მთიულეთი. 1804 წ.” მიღებული შემოსავალი უნდა გადაედოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას განსავითარებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს „ცნობის ფურცელში” კონსტანტინე ივანეს ძე მუხრან-ბატონის შესახებ დაბეჭდილი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, მას და მამამისს, ივანე მუხრან-ბატონს, რვა სოფელში ჰქონდათ გაშენებული ვენახები. მათი ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში და კარგი ღვინის დაყენებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდათ მიღებული, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო გერბი და პარიზის გამოფენის ოქროს მედალი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ყოფილი ბახვის „უჩასტკის ნაჩალნიკი” გიგო ქარცივაძე დანიშნეს გურიანთას „უჩასტკის ნაჩალნიკად”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 იანვარს ქართულ თეატრში ახალი პიესა, „უბრალოდ დასჯილნი” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლებს ბარბარე ავალიშვილი და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს სვიმონ აბაშიძემ შეწყვიტა სვერის „ნაჩალნიკობა“ და მისი ადგილი დაიკავა ანტონ ქურციკიძემ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ევა ჩხეიძემ, სოფიო ჩიკვაიძემ და ნინო ჩხეიძიმ „ცნობის ფურცელში“ გაავრცელეს განცხადება ივანე ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 იანვარს „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნემსაძემ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ იგი მოამზადებს მოსწავლეებს „ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში” მოსახვედრად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ბოცვაძის წერილი. ბოცვაძე წერდა, რომ 66-ე ნომერში წაიკითხა ბ. ი. როსტომაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ისინი მზად იყვნენ გაეგზავნათ თავიანთი გამოცემული წიგნები თერგის ოლქში დასარიგებლად. ლუარსაბ ბოცვაძის თქმით, ის მზად იყო, თუკი გამომცემლები წიგნებს მიაწვდიდნენ, თერგის ოლქში უფასოდ დაერიგებინა მოსახლეობისთვის.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 9 ანვარს „ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მუხრან-ბატონის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ყველაზე დიდი მამული საქართველოში მუხრან-ბატონს ეკუთვნოდა. დუშეთში მის მამულს ეკავა 32 ათასი „დესეტინა“ ადგილი. გარდა ამისა, მიწები ჰქონდა ბათუმთან ახლოს და თელავის მაზრაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მართა ნიკოლოზის ასულ იოსელიანს გადასახდელი ჰქონდა 2153 მანეთი და 57 კაპიკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ჯოვანის ვერცხლის მედალი გადასცეს.