რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ 23 სხდომას თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არც ერთხელ არ დასწრებია, თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე დაესწრო 22-ჯერ, წევრები – იესე ბარათაშვილი – ერთხელ, ფილიპე გოგიჩაიშვილი – 14-ჯერ, ნიკოლოზ ელიავა – 3-ჯერ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ საპატიო წევრებად აირჩია ძმები იაკობ, ლევან და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ხელთუბნის სკოლის კომიტეტის წევრი იყო ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს თონეთის სკოლის კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს კ. ტატიშვილისა და პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ხონში.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს 32 წლის ასაკში შიო ჩიტაძე ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თბილისის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებიდან შემდეგ საფეხურზე სულ გადავიდა 71 მოსწავლე, სწავლა დაამთავრა – 24-მა, იმავე განყოფილებაში დარჩა – 27. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებაში თავადის წოდების სულ იყო 71 მოსწავლე, გლეხი – 50, მართლმადიდებელი – 109, 10 წლამდე ასაკის – 97, 15 წლამდე ასაკის – 24. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

