რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ვლადიკავკაზის სკოლის დატოვებისა და საქმეების სხვისთვის გადაცემის შესახებ.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის უმცროს მასწავლებლად დროებით ნ. დიმიტრის ძე ყაზბეგი დაინიშნა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა წიგნების შესაძენად კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგობამ ვასილ გადილიას თავმდებების დასახელება სთხოვა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგიას თხოვნა აჭარაში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისახალხო სკოლების ინსპექტორის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შესახებ ისაუბრეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ოზურგეთის წიგნის მაღაზია „იმედისთვის“ კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას ათი თუმნის ოდენობის კრედიტი გამოუყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფლის ხელმოკლე გლეხთა შორის გაზეთებისა და წიგნების უფასოდ გამავრცელებელი ჯგუფის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1918 წლამდე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი-აბაშიძისა ხონში ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის დაბალ სკოლაში მუშაობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე ანთაძე სახალხო სკოლების დირექტორმა ზესტაფონის სამინისტროს სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ლ ივლისამდე ეფემია გიორგიევი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მუშაობდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებთან ერთად დაესწრო წინამძღვრიანთკარის სკოლის გამოცდებს და ახალგაზრდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ დემურიას მოხსენება ზუბალაშვილის სახალხო სახლში ქართული ბიბლიოთეკის მოწყობის შესახებ.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს არჩევის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 26 ივლისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 1436. 33 მანეთი და დაიხარჯა – 1637. 10.

