რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის შემდეგ ბაჭუა კუპრაშვიმა, ვანო კალანდაძემ და სხვ. 15 000 მანეთი მოიპარეს და პეტერბურგში გაგზავნეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ელ განყოფილებაში ქართულ ენას 13 იანვრამდე ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა, მოგვიანებით – დროებით მოწვეული ქავთარაძე, ქავთარაძის შემდეგ კი – ისევ ნიკო ჯანაშია.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 16 იანვარს ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონების დაკარგვის შემდეგ საკომენდანტო სამმართველოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საპატიმრო განყოფილების პალატაში მოათავსეს.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონს 23 იანვარს მოვიდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 იანვრის დილის 9 საათზე არსენა ჯორჯიაშვილმა გენერალ გრიაზნოვის ეტლს ბომბი ესროლა და მოკლა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ არსენა ჯორჯიაშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ კაზაკებმა დაიჭირეს, სცემეს და საკომენდანტო სამმართველოში გადაიყვანეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 იანვარს მზესუმზირის გამყიდველივით გამოწყობილი არშაკ მეგრაბიანცი და არსენა ჯორჯიაშვილი ბარიატინსკის ქუჩაზე გენერალ გრიაზნოვის ეტლს ჩაუსაფრდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 იანვარს ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში მიწა დაამუშავეს ვენახისა და ხეხილის დასარგავად. მათ სურდათ, მოსწავლეებისთვის მაგალითი ეჩვენებინათ.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 27 იანვარს არსენა ჯორჯიაშვილი გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე პირველად დაკითხეს.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის თებერვალში თედო სახოკია რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეიპყრეს სოხუმში.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა მღვდელი გიორგი ივანეს ძე ფერაძე, ასევე პოლიციის აგენტი ეფრემ შალამბერიძე, თავად-აზნაურთა მარშალი ნესტორ ხიდირბეგიშვილი და სხვ.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა ივანე კაციას ძე მემანიშვილი, ასევე დახოცა ნიკო და ტრიფონ ჭაჭიაშვილები, გალაქტიონ ლოლაძე და სხვ.
1906
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1906 წლის 8 თებერვალს საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის (ვულაშის) სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 11 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, ერჩია, რა ზომების მიღება აჯობებდა არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 20 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამი წლით ბანკის პირველი ჯგუფის რწმუნებულად აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგის, კ. მეფისაშვილის მოხსენება სამკითხველოსთვის დახმარებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 1-ელი იანვრიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 1293.10 მანეთი, დაიხარჯა – 887.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის სკოლის გამგის მოხსენება და მოკლე ანგარიში.

