საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დეკანოზ ტარასი ივანიცკის წერილი „ათონის საკითხი“, II ნაწილი, რომელშიც ავტორი განიხილავს ათონის მთაზე ქართველი ბერების უფლებების დარღვევას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ გურიის მაზრის სკოლების შემოწმების შემდეგ გაარკვია, რომ მაზრაში სკოლების საკითხი სათანადო დონეზე არ იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ დაათვალიერა გურიის მაზრის სკოლები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში გაბრიელ ჯამულეთის ძე გოგუაძე გურიის სასკოლო განყოფილების უფროსი ინსტრუქტორი იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივანი აფთიაქს ფლობდა ფოთში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ ფოთის გამგეობის საჩივარს ქუთაისის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქალაქ ფოთის გამგეობის დადგენილება ალექსანდრე მდივნის აფთიაქის დაკეტვის შესახებ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბაევი იყო სახლის მფლობელი.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ სარიბეგოვი იყო მეიჯარე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, სტარიცკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არსენ სულთანის ძე კეგამოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ერევანში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ფლიგელით, ვენახი და 3642 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე იოსების ძე კოლიშევსკის დავალიანება ჰქონდა 6742 მანეთი და 4 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვისარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ გორში ნიკოლაევის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი სახლი, საცხობი, ვენახი, რომელიც სიგრძით 51 და სიგანით 48 საჟენი იყო და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფიო გერასიმის ასულ მძინაროვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებულით და 107 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში არსენ სულთანის ძე კეგამოვს დავალიანება ჰქონდა 5107 მანეთი და 12 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნერსე ბუღდანის ძე მნაცაკანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, ერთასართულიანი ფლიგელი სარდაფით, 4 დუქანი სარდაფებით და 110 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარია მოსეს ასულ კორზაიასა და ეკატერინა მოსეს ასულ იმედაშვილს დავალიანება ჰქონდათ 4116 მანეთი და 48 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარია მოსეს ასულ კორზაიასა და ეკატერინა მოსეს ასულ იმედაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 77,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვისარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძეს დავალიანება ჰქონდა 4116 მანეთი და 48 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარია პეტრეს ასულ პაშკევიჩს დავალიანება ჰქონდა 28328 მანეთი და 63 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარია პეტრეს ასულ პაშკევიჩს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში ნიკოლაევის ქუჩაზე მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი სარდაფით, საჯინიბოთი და 321 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს დავალიანება ჰქონდა 14581 მანეთი და 43 კაპიკი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვ. ო-ს ლექსი „განკითხვა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეფემია აკოფის ასულ მირზახანოვს, დანიელ, მირზა ასატურის ძე მირზახანოვებს, მარიამ, ვარვარე ასატურის ასულ მირზახანოვებსა და ელისაბედ ასატურის ასულ სარიევისას დავალიანება ჰქონდათ 1050 მანეთი და 11 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეფემია აკოფის ასულ მირზახანოვს, დანიელ, მირზა ასატურის ძე მირზახანოვებს, მარიამ, ვარვარე ასატურის ასულ მირზახანოვებსა და ელისაბედ ასატურის ასულ სარიევისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ავლაბარში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი და 82 ¾ კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.