რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, ნაცვალოვი გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ ვახტანგ გურამოვი, რომელიც იქამდე საგლეხო საქმის სასამართლოში თბილისის აზნაურობის მიერ დანიშნული წევრი იყო, გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვასილ თევდორეს ძე კადურინს დავალიანება ჰქონდა 4049 მანეთი და 24 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვასილ თევდორეს ძე კადურინს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის კეთილმოწყობილი სახლი და 230 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანნა აღაპარუნის ასულ სპანდარიანისას დავალიანება ჰქონდა 26784 მანეთი და 53 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძეს დავალიანება ჰქონდა 7583 მანეთი და 9 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თელავში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის კეთილმოწყობილი სახლი სარდაფით და 1443 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გერმოგენ მარკელის ძე რომანოვს დავალიანება ჰქონდა 7065 მანეთი და 36 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერმოგენ მარკელის ძე რომანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი ერთსართულიანი ქვითკირის ფლიგელით, სარდაფი, ფარდული და 215 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ვასილის ძე ბარნოვს დავალიანება ჰქონდა 6673 მანეთი და 36 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ ვასილის ძე ბარნოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში სალდათების ვიწრო ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და ორსართულიანი საჯინიბო ფარდულით, რომელსაც ეკავა 199 კვადრატული საჟენი მიწა და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, მიხეილ, პეტრე, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკებს დავალიანება ჰქონდათ 18 578 მანეთი და 20 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინე დავითის ასულ უთნელოვისას დავალიანება ჰქონდა 6745 მანეთი და 55 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე დავითის ასულ უთნელოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ორი ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ორსართულიანი ფლიგელი სარდაფით და 140,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში თებრონია გიორგის ასულ ანდრონიკოვისას დავალიანება ჰქონდა 1908 მანეთი და 1 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თებრონია გიორგის ასულ ანდრონიკოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ სიღნაღში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, სიგრძით 25 და სიგანით 15 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გერმან ტიმოთეს ძე აღაფოვს დავალიანება ჰქონდა 6941 მანეთი და 42 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერმან ტიმოთეს ძე აღაფოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ორი ერთსართულიანი კეთილმოწყობილი ქვის სახლი სარდაფებით და 342,5 კვადრატულ საჟენზე გაშენებული ხეხილის ბაღი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სტეფანე ისაიას ძე ბეჟანოვს დავალიანება ჰქონდა 1796 მანეთი და 42 კაპიკი.

