რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მერაბ იოსების ძე გედევანოვს დავალიანება ჰქონდა 14 950 მანეთი და 54 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავოვს დავალიანება ჰქონდა 14 950 მანეთი და 54 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ტბისში მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 180 დესეტინა და 1140 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 14 173 მანეთი და 62 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ძველ დმანისში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი ადგილები, 1977 დესეტინა და 1280 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ ივანეს ძე შალიკოვს დავალიანება ჰქონდა 5107 მანეთი და 41 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ივანეს ძე შალიკოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრაში, სოფელ გურჯაანში მდებარე სახნავ-სათესი ადგილები და 270 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს დავალიანება ჰქონდა 3036 მანეთი და 71 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და თიანეთის მაზრაში მდებარე სახნავ-სათესი ადგილები, 660 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ რევაზის ძე ვაჩნაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრაში მდებარე სახნავ-სათესი ადგილები და 623 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იასე ქაიხოსროს ძე სოლოღაშვილს დავალიანება ჰქონდა 2001 მანეთი და 82 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იასე ქაიხოსროს ძე სოლოღაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე სახნავ-სათესი, სათიბი, საძოვარი ადგილები, 212 დესეტინა და 150 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოლომონ, იოსებ და ზაქარია ადამის ძე ქობულაშვილებს დავალიანება ჰქონდათ 9969 მანეთი და 3 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ, იოსებ, ზაქარია ადამის ძე ქობულაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და თელავის მაზრაში, სოფელ კონდოლში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი ადგილები, 823 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ დავითის ძე გაბაშვილს დავალიანება ჰქონდა 3099 მანეთი და 65 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე თეიმურაზის ძე და ელისაბედ თეიმურაზის ასულ ამილახვრებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ ნაწრეტში მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 151 დესეტინა და 1756 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის ვრცელი სტატია „უმეცრების ამაყობა“, მეორე ნაწილი, რომელიც ერთგვარი პასუხია „იმედის“ რედაქტორ დ. გურგენიძის მიმართ, რომელმაც „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ დაწვრილებით განიხილა და დაიწუნა მათში არსებული ლექსები, მოთხრობები, მათი წყობა და ა. შ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს მიხეილ გიორგის ძე გეგიძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე და ივანე სიმონის ძე მესხი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობის ახალი თავმჯდომარე. კენჭს იყრიდა ნიკოლოზ ღოღობერიძე და მისი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის ცუდ პიროვნებად წარმოეჩინათ, ამიტომ წამოაყენეს არც თუ ისე ცნობილი პიროვნებების კანდიდატურა, ესენი იყვნენ: დ. თ. ბაქრაძე, ნიკოლოზ დადიანი, კირილე ლორთქიფანიძე და დიმიტრი დადიანი. თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბერს ინგლისის თემთა პალატაში სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა საქართველოს შესახებ შეკითხვები შეიტანა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტ. ა. ასათიანი ფლობდა კომისიონურ კანტორას, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის გამზ. N 10-ში.
1881
ტიპი: ავტორობა
წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი სწავლება მხოლოდ მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როცა მშობლიურ ენაზე წარიმართებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საქალებო და სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენაესწავლებინათ და, თუ საჭირო იქნებოდა, ქართული ენის პედაგოგს ბანკი გადაუხდიდა ჯამაგირს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, გაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხა 18 006 მანეთი და 8 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, დაამტკიცეს ბანკის აგენტების ჯამაგირები. პეტერბურგში მყოფ აგენტს დაუნიშნეს 600 მანეთი, ხოლო თბილისში 1 800 მანეთი.

