საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, მიხეილ დარახველიძე, დავით ნაზარიშვილი და პავლე თუმანიშვილი ბანკის გამგეობის წევრთა ჯამაგირის შემცირებას მოითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე კონსტანტინე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული პირების ცდა, რაიმე სახის დარღვევა აღმოეჩინათ ბანკის საქმიანობაში, მხოლოდ პოლიტიკური ხრიკები იყო და მეტი არაფერი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი უმიზეზოდ ცდილობდა იმისთანა უწესობის აღმოჩენას ბანკის საქმეებში, რაც არ არსებობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ბოგდან სიმონის ძე მადათოვი ალექსანდროპოლის სამაზრო მმართველის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიევი სიღნაღის საშტატო ექიმი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე სერგიევი ელიზავეტპოლის მაზრის მსაჯულის მდივანი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის პირველ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილამულო ბანკის სხდომა ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ნ. ღოღობერიძეს სიტყვით მიმართა კირილე ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ბანკი მსესხებელს უსამართლოდ ახდევინებდა პროცენტს, რაზეც თავმჯდომარემ მაგალითების საშუალებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა მომჩინავს, თუმცა კ. ლორთქიფანიძისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანი იყო ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა საქარის სანერგის გამგის კარპე მოდებაძის 1919 წლის 14 ნოემბრის წერილი სოფლის მეურნეობის თემატიკაზე „საქარის სანერგე და მომავალი მისი დანიშნულება“.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადეს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძემ და კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „გაზაფხული“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა. ხუდადოვის აზრით, ილია ჭავჭავაძე კონკრეტულად და სწორად ვერ გადმოსცემდა ამომწურავ ინფორმაციას თვითმმათველობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო ბატონ-ყმობის გაუქმება საქართველოში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, საიდანაც ვიგებთ, რომ „იმედის“ რედაქტორი დ. გურგენიძე „დედა ენასა“ და „ბუნების კარს“ უხეირო და უსარგებლო წიგნებად მოიხსენიებდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, რომელიც სახალხო მასწავლებლებს მიუძღვნა, კერძოდ, ზახაროვსა და კუვშინსკის, რომლებსაც ისე ეჯავრებოდათ „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, რომ სემინარიის მმართველობას არაერთხელ ააკრძალინეს ამ სახელმძღვანელოებით სწავლება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ თათბირში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, ადმინისტრაციის ინსპექტორი, ზემო სვანეთის კომისარი, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარე და იმავე ერობის გამგეობის წევრი. თათბირზე შემუშავდა სხვადასხვა ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ კენვორტის დასმულ შეკითხვაზე, გამოტანილი იყო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ბათუმის ოლქის შესახებ, რომელიც ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და ინგლისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ-ჯორჯმა უპასუხა, რომ ბათუმის მომავალს გადაწყვეტდნენ კავკასიის საკითხის გარეშე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ-ჯორჯმა დეპუტატ კენვორტის შეკითხვას უპასუხა, რომ ბათუმის ოლქსა და კავკასიის სხვა ნაწილებში არსებობს მოძრაობა რუსეთის ბატონობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდაც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ ლოიდ-ჯორჯს რუსეთის მოხალისეთა ჯარის სარდლობის აგენტების მოქმედების შესახებ საქართველოში, რომელმაც არეულობა გამოიწვია მოსახლეობაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 5 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზ. N 10-ში ტ. ა. ასათიანის კომისიონურ კანტორაში პარიზიდან მიღებული საგალანტერიო საქონლის გაყიდვა დაიწყებოდა, როგორც ბითუმად, ისე ცალობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი გიორგის ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 7869 მანეთი და 20 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი გიორგის ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ქისტაურში მდებარე სათიბ-სახნავი, სამოსახლო ადგილი, შენობები, ვენახი, 284 დესეტინა და 1263 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს 34084 მანეთი და 84 კაპიკი დავალიანება ჰქონდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, ხეხილიანი ვენახი, საძოვარი ადგილები, წისქვილი, 1447 დესეტინა ტყე და 2296 საჟენ მიწაზე შენობები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სერგეი ივანეს ძე იარალოვს დავალიანება ჰქონდა 9057 მანეთი და 8 კაპიკი.