რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ ლოიდ-ჯორჯს რუსეთის მოხალისეთა ჯარის სარდლობის აგენტების მოქმედების შესახებ საქართველოში, რომელმაც არეულობა გამოიწვია მოსახლეობაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 5 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზ. N 10-ში ტ. ა. ასათიანის კომისიონურ კანტორაში პარიზიდან მიღებული საგალანტერიო საქონლის გაყიდვა დაიწყებოდა, როგორც ბითუმად, ისე ცალობით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი გიორგის ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 7869 მანეთი და 20 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი გიორგის ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ქისტაურში მდებარე სათიბ-სახნავი, სამოსახლო ადგილი, შენობები, ვენახი, 284 დესეტინა და 1263 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს 34084 მანეთი და 84 კაპიკი დავალიანება ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, ხეხილიანი ვენახი, საძოვარი ადგილები, წისქვილი, 1447 დესეტინა ტყე და 2296 საჟენ მიწაზე შენობები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სერგეი ივანეს ძე იარალოვს დავალიანება ჰქონდა 9057 მანეთი და 8 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სერგეი ივანეს ძე იარალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი ადგილები, 426 დესეტინა და 1873 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ფარსადან იაკულის ძე ავსარქისოვს, სერგეი ივანეს ძე იარალოვს, ფირო და მელქისედეკ ოსეფის ძე იარალოვებს ჰქონდათ დავალიანება 13079 მანეთი და 99 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფარსადან იაკულის (იაკობის) ძე ავსარქისოვს, სერგეი ივანეს ძე იარალოვს, ფირო და მელქისედეკ ოსეფის ძე იარალოვებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიაში გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, 1020 დესეტინა და 1920 საჟენი საძოვარი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 6097 მანეთი და 54 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს დავალიანება ჰქონდა 5592 მანეთი და 89 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ დავითის ძე გაბაშვილს დავალიანება ჰქონდა 5552 მანეთი და 75 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბაგრატ მიხეილის ძე წერეთელს დავალიანება ჰქონდა 8886 მანეთი და 86 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება ჰქონდა 2039 მანეთი და 95 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, სამზარეულოებით, შენობებით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთ დესეტინამდე მიწით, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ გაბრიელის ძე სულხანოვს დავალიანება ჰქონდა 7146 მანეთი და 28 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ გაბრიელის ძე სულხანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიაში მდებარე სახნავი მიწები, ვენახი, საბოსტნე ადგილები, შენობები, 148 დესეტინა და 900 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე ადამის ძე ფორაქოვს დავალიანება ჰქონდა 61619 მანეთი და 47 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისი გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ადამის ძე ფორაქოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიის სოფელ ლამბალოში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი და 4765 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ესტატე მირმანოზის ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 8187 მანეთი და 62 კაპიკი.