რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 23 285 მანეთსა და 67 კაპიკს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ოლგას ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ორი ფლიგელითა და შენობით. ასევე 321 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე პავლეს ძე ერისთავის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 6002 მანეთსა და 35 კაპიკს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე პავლეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა გორში მდებარე წისქვილი და სადგური 5610 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ ივანეს ასულ სულხანოვისას დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 24 176 მანეთსა და 65 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისი გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 2120 მანეთსა და 30 კაპიკს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში დავიდოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვის სახლი 116 საჟენი მიწით, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ტარას შევჩენკოს პოემა „მუშა ქალი“, რომელიც ქართულად თარგმნა ნ. ლ-მ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 10 აგვისტოს დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი დაინიშნა თბილისის გრენადერთა პოლკის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის პირველი მესანგრეთა ბატალიონის უფროსად.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 11 სექტემბერს დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები თბილისში ჩამოვიდნენ.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის ივნისში ჩეჩნეთში მოკლეს გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ტიხონის ძე ლისანევიჩი.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ყაბარდოში აჯანყება ჩაახშო.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა მარცხი აგემა ყუბანს გაღმა მცხოვრებ მთიელებს.

